ორიგინალი
“თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ პროვოკაციული ბანერები” – ზურაბ პატარაძე
ალია·15:38

“თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ პროვოკაციული ბანერები” – ზურაბ პატარაძე

27 ნოემბერი, 2026 · 15:38

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე:

შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები. ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი. ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი. ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: alia.ge
  1. მთავარი
  2. ალია
  3. “თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ პროვოკაციული ბანერები” – ზურაბ პატარაძე

თემა: თურქეთის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ფორმულა·15:08
    თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
  • პოსტივი·14:49
    აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, რომელთანაც დეტალურად განიხილა გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები
  • ამბები.ge·14:46
    აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა - რას წერს პატარაძე სოციალურ ქსელში?
  • რუსთავი 2·14:34
    "ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და პროცესის კონტროლი გახდა შესაძლებელი" - ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩთან ბათუმში განვითარებული მოვლენები განიხილა
თურქეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ალია·16:33

“100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული ბანერი ამოვიღეთ” – შს მინისტრი

“100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული ბანერი ამოვიღეთ” – შს მინისტრი
ალია·16:04

“ომი აგვარიდეს კი არა”… – რას წერს ეკა ხერხეულიძე

“ომი აგვარიდეს კი არა”… – რას წერს ეკა ხერხეულიძე
ალია·15:47

“ქართველ გულშემატკივარს იგივე რომ გაეკეთებინა თურქი პოლიციელისთვის, – მაშინვე ატყდებოდა განგაში” – ბერდია კალანდია

“ქართველ გულშემატკივარს იგივე რომ გაეკეთებინა თურქი პოლიციელისთვის, – მაშინვე ატყდებოდა განგაში” – ბერდია კალანდია
ალია·14:46

“დავწერ. რას ნიშნავს 82. რეალურად 1982” – თემურ გორგაძე

“დავწერ. რას ნიშნავს 82. რეალურად 1982” – თემურ გორგაძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.