ორიგინალი
“რაც ამ ვიდეოებში ჩანს, მხოლოდ ბოროტებად შეიძლება შეფასდეს“ - ფლორიდაში დააკავეს სასაკლაოს 6 თანამშრომელი, რომლებსაც ცხოველებისთვის “წამების ოთახი“ ჰქონდათ მოწყობილი
ამბები.ge·21:41

“რაც ამ ვიდეოებში ჩანს, მხოლოდ ბოროტებად შეიძლება შეფასდეს“ - ფლორიდაში დააკავეს სასაკლაოს 6 თანამშრომელი, რომლებსაც ცხოველებისთვის “წამების ოთახი“ ჰქონდათ მოწყობილი

26 ნოემბერი, 2026 · 21:41

ფლორიდაში, კერძოდ ქალაქ ორლანდოში მდებარე ჰალალის სასაკლაოს 6 თანამშრომელი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაწესებულებაში ცხოველებს განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ. ერთ-ერთ ვიდეოში კი ჩანს, როგორ აიძულებენ 12 წლის ბიჭს, პატარა ცხვარი დაკლას. ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა მომხდარს ცხოველების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა უწოდა.

სამართალდამცველებმა სასაკლაოს ჩხრეკა პარასკევს ჩაატარეს. დაკავებულებს შორის კომპანიის მენეჯერიცაა, ოთხი მათგანი კი, პროკურატურის ცნობით, აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდა.

გამოძიება ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია Animal Outlook-ის მიერ წარდგენილ საჩივარს მოჰყვა. ორგანიზაციამ სამართალდამცველებს 2025 წლის აგვისტოში მიმართა, მას შემდეგ, რაც ვიდეომასალა მოიპოვა - მასში მუსლიმური დღესასწაულის, ეიდ ალ-ადჰას აღნიშვნისას გამართული ღონისძიება იყო ასახული. ღონისძიების ფარგლებში მომხმარებლებს ცხოველების შეძენა და მათ დაკვლაში თავად მონაწილეობა შეეძლოთ.

ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა ჯეიმს უტმაიერმა განაცხადა, რომ ვიდეოებში ასახული ქმედებები ჩვეულებრივი დაკვლის პრაქტიკის ფარგლებს სცდებოდა.

“ეს არ იყო ტიპური ყასაბის მაღაზია. ეს იყო ადგილი, სადაც ცხოველების წამებისა და მათ მიმართ უკიდურესი სისასტიკის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. ის, რაც ამ ვიდეოებში ჩანს, მხოლოდ ბოროტებად შეიძლება შეფასდეს“, - განაცხადა მან.

ვიდეომასალაში ჩანს ყელგამოჭრილი ცხვრები და ბატკნები, რომლებსაც სისხლის გამოსაშვებად თავდაყირა ჰკიდებენ. კადრებში ასევე ჩანს, როგორ სცემენ თანამშრომლები ცხოველებს, უხეშად ექცევიან და მძიმე დაზიანებებს აყენებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სასაკლაოზე ცხოველებს ჰალალის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით კლავდნენ. ისლამური წესების მიხედვით, დაკვლის პროცესში ცხოველებს ჰუმანურად უნდა მოექცნენ. პროკურატურის მტკიცებით, დაწესებულებაში არც ეს მოთხოვნები და არც ფლორიდის კანონმდებლობით დადგენილი ცხოველთა დაცვის ნორმები არ სრულდებოდა.

სპეციალური პროკურორის თანაშემწემ, ლორინ დეიმ, განმარტა, რომ საქმე რელიგიურ პრაქტიკას არ უკავშირდება.

“რელიგიური შეხედულებები არავის აძლევს უფლებას, უგულებელყოს ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონები ან ცხოველებს ზედმეტი ტანჯვა მიაყენოს“, – განაცხადა მან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. “რაც ამ ვიდეოებში ჩანს, მხოლოდ ბოროტებად შეიძლება შეფასდეს“ - ფლორიდაში დააკავეს სასაკლაოს 6 თანამშრომელი, რომლებსაც ცხოველებისთვის “წამების ოთახი“ ჰქონდათ მოწყობილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·21:55

ხელჩართული ჩხუბი და დაძაბულობა ბათუმში, თურქეთ-ისრაელის მატჩამდე - “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ხელჩართული ჩხუბი და დაძაბულობა ბათუმში, თურქეთ-ისრაელის მატჩამდე - “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ამბები.ge·21:52

ბოლო დროის ყველაზე სასტიკი მკვლელობა ბრიტანეთში - სამუდამო მიესაჯა კაცს, რომელმაც დანაშაულის დასაფარად საკუთარი ქალიშვილი დაიხმარა

ბოლო დროის ყველაზე სასტიკი მკვლელობა ბრიტანეთში - სამუდამო მიესაჯა კაცს, რომელმაც დანაშაულის დასაფარად საკუთარი ქალიშვილი დაიხმარა
ამბები.ge·21:48

მეცნიერებმა ჰიმალაის მთებში ბაყაყების ახალი სახეობები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ჰიმალაის მთებში ბაყაყების ახალი სახეობები აღმოაჩინეს
ამბები.ge·21:27

თანასოფლელები უჩივიან ბრიტანელ ბარონს, რომელმაც თავისი ეზო უსახლკარო ადამიანს საცხოვრებლად დაუთმო...

თანასოფლელები უჩივიან ბრიტანელ ბარონს, რომელმაც თავისი ეზო უსახლკარო ადამიანს საცხოვრებლად დაუთმო...
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.