ორიგინალი
21 წლის ხარ და არ იცი, რა წაიკითხო? - „საკითხავის ფესტივალის“ სია მათთვის, ვინც ცხოვრების ახალ ფურცელს იწყებს
ამბები.ge·15:55

21 წლის ხარ და არ იცი, რა წაიკითხო? - „საკითხავის ფესტივალის“ სია მათთვის, ვინც ცხოვრების ახალ ფურცელს იწყებს

25 ნოემბერი, 2026 · 15:55

გამომცემლობა „პალიტრა L“ 27, 28 და 29 ნოემბერს თბილისი მოლის მთავარ ატრიუმში „საკითხავის ფესტივალს“ მართავს. სამი დღის განმავლობაში წიგნებს 30-დან 60 პროცენტამდე ფასდაკლებით შეიძენთ.

ფესტივალი კამპანიის „ეძებე შენი ცხოვრების ახალი ფურცელი“ ნაწილია. პალიტრა L-ს წელს 21 წელი შეუსრულდა და ამ თარიღს იმ თაობას უკავშირებს, რომელიც ახლა თავადაა ამ ასაკში. კამპანია 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს მიემართება - მათ, ვინც დამოუკიდებელ ცხოვრებას, სწავლას ან პირველ სამსახურს ახლა იწყებს.

21 წელი სიმბოლური ზღვარია. ამ ასაკში ბევრ გადაწყვეტილებას პირველად იღებ: როგორ მართო საკუთარი შემოსავალი, რომელი პროფესია აირჩიო, როგორ ააწყო ურთიერთობები და როგორ გაიკვალო საკუთარი გზა ისე, რომ სხვების მოლოდინებს არ აჰყვე.

ფესტივალზე წარმოდგენილ ასობით გამოცემას შორის ბევრია ისეთი, რომელიც სწორედ ამ კითხვებს ეხება - ფულს, კარიერას, ურთიერთობებს და საკუთარ თავს. ქვემოთ შევკრიბეთ წიგნები, რომლებიც ცხოვრების ამ ეტაპზე საკუთარი პასუხების პოვნაში დაგეხმარება.

თუ პირველი ხელფასი აიღე და თვის ბოლომდე არ გყოფნის

მორგან ჰაუსელი, „ფულის ფსიქოლოგია“ - ჰაუსელის აზრით, ფინანსური წარმატება უფრო იმაზეა დამოკიდებული, როგორ იქცევი, ვიდრე იმაზე, რა იცი. წიგნი მოკლე რეალური ისტორიებისგან შედგება, ამიტომ მის წასაკითხად ეკონომიკური განათლება არ გჭირდება.

რობერტ კიოსაკი, „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“ - ორი მამა და ფულზე ორი სრულიად განსხვავებული შეხედულება. ეს ის წიგნია, საიდანაც მილიონობით ადამიანმა პირველად გაიგო, რით განსხვავდება აქტივი ვალდებულებისგან.

თუ ყველაფერს „ორშაბათიდან“ იწყებ

ჯეიმს ქლირი, „ატომური ჩვევები“ - ცხოვრება ერთ დღეში არ იცვლება - ის დღეში ერთი პროცენტით იცვლება. ქლირის მთავარი არგუმენტი მარტივია: შედეგს ერთჯერადი დიდი გადაწყვეტილებები კი არა, დროში გაწელილი პატარა ცვლილებები იძლევა.

ბრაიან ტრეისი, „შეჭამე ბაყაყი“ - დღე ყველაზე უსიამოვნო საქმით დაიწყე და დანარჩენი თავისით გამარტივდება. წიგნი იმდენად პატარაა, რომ მის წაკითხვას „ორშაბათამდე“ ვერ გადადებ.

თუ ყველაფერზე ნერვიულობ და ყველას აზრი გაინტერესებს

მარკ მენსონი, „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ - მენსონი პოზიტიური აზროვნების კულტს ეკამათება და გთავაზობს, შეგნებულად აირჩიო, რას დაუთმო დრო და ენერგია - და რას არა.

მელ რობინსი, „ნება მიეცით მათ“ - მიეცი სხვებს უფლება, იფიქრონ და ილაპარაკონ ისე, როგორც უნდათ. შენ კი ენერგია იმას მოახმარე, რაც შენზეა დამოკიდებული.

თუ ჯერ ვერ გაიგე, ვინ ხარ

ფრანც კაფკა, „მეტამორფოზი“ - ერთ დილას გრეგორ ზამზა უზარმაზარ მწერად გადაქცეული იღვიძებს. ნოველა იმ განცდაზეა, რომ ყველა ძველებურს გელის, შენ კი უკვე სხვა ხარ.

ჯ. დ. სელინჯერი, „თამაში ჭვავის ყანაში“ - 16 წლის ჰოლდენ კოლფილდს სკოლიდან რიცხავენ და ის რამდენიმე დღე მარტო დაეხეტება ნიუ-იორკში. რომანი იმ ასაკზეა, როცა უფროსების სამყარო ყალბი გეჩვენება, ბავშვობაში დაბრუნება კი აღარ შეგიძლია.

თუ გული გატკინეს

ანა გავალდა, „მე ის მიყვარდა“ - ქმარი ქლოეს ორ პატარა გოგონასთან ერთად ტოვებს. მამამთილი, პიერი, მათ სოფლის სახლში მიიყვანს და იქ ქლოეს საკუთარ, წლობით დამალულ სიყვარულის ამბავს უყვება. მოკლე რომანი განშორებაზე, არჩევანზე და იმაზე, რა ფასი აქვს თითოეულ მათგანს.

კოლინ ჰუვერი, „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ - BookTok-ის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი და გულწრფელი საუბარი იმაზე, რომ სიყვარული ზოგჯერ საკმარისი არ არის. ამ წიგნის შემდეგ ძალადობრივი ურთიერთობის ნიშნებს უფრო ადრე შეამჩნევ.

თუ მსუბუქი რომანტიკა გინდა

ელი ჰეიზელვუდი, „სიყვარულის ჰიპოთეზა“ - დოქტორანტი ოლივი, უნივერსიტეტის ლაბორატორია და ფიქტიური ურთიერთობა ახალგაზრდა პროფესორთან, რომელიც რაღაც მომენტში უკვე აღარ არის ფიქტიური.

ჰელენ ფილდინგი, „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ - თუ გგონია, რომ 30 წლისთვის ყველაფერი გადაწყვეტილი გექნება, 32 წლის ბრიჯიტი საპირისპიროს დაგიმტკიცებს. და ეს სულაც არ არის ცუდი ამბავი.

თუ პირველ სამსახურს იწყებ

ლორენ ვაისბერგერი, „ეშმაკს აცვია პრადა“ - უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ენდი საქსი ცნობილ მოდის ჟურნალში იწყებს მუშაობას. მისი უფროსი, მირანდა პრისტლი, შეუძლებელს ითხოვს, ენდის კი მალე მოუწევს გადაწყვიტოს, რისი დათმობა შეუძლია კარიერისთვის.

ფილიპ კოტლერი, „თანამედროვე მარკეტინგი“ - „თანამედროვე მარკეტინგის მამად“ წოდებული ავტორის სახელმძღვანელო, რომლითაც მსოფლიოს ბევრ უნივერსიტეტში სწავლობენ. კარგი საწყისია ყველასთვის, ვინც კარიერას მარკეტინგში ან ბიზნესში იწყებს.

თუ შაბათ-კვირას ტვინის გამორთვა გინდა

ფრიდა მაკფადენი, „მოახლე“ - მილი მდიდარ ოჯახში მოახლედ იწყებს მუშაობას და სხვენის ოთახში სახლდება, რომლის კარიც მხოლოდ გარედან იკეტება. წიგნს უკვე ეკრანიზაციაც აქვს, ფესტივალზე კი სერიის სამივე რომანს იპოვი.

ალექს მიქაელიდესი, „მდუმარე პაციენტი“ - მხატვარი ალისია ბერენსონი ქმარს კლავს და ამის შემდეგ ერთ სიტყვასაც აღარ ამბობს. ფსიქოთერაპევტი თეო ფაბერი ცდილობს, მისი დუმილის მიზეზი გაიგოს - ფინალს კი ბოლო გვერდამდე ვერ გამოიცნობ.

აგათა კრისტი, „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ - თოვლში გაჭედილ მატარებელში მგზავრს კლავენ, გამოძიებას კი ერკიულ პუარო იწყებს. ფესტივალზე აგათა კრისტის თითქმის ოცი რომანი იქნება.

თუ რეალობიდან სხვა სამყაროში გაქცევა გინდა

ჯ. რ. რ. ტოლკინი, „ჰობიტი“ - ბილბო ბეგინსს თავგადასავლებს მშვიდი ცხოვრება ურჩევნია - სანამ მის კარზე ჯადოქარი განდალფი და ცამეტი ჯუჯა არ მიაკაკუნებენ. წიგნი იმაზეა, როგორ ტოვებს ადამიანი კომფორტის ზონას და რას აღმოაჩენს საკუთარ თავში.

სარა ჯ. მაასი, „ეკლებისა და ვარდების სამეფო“ - მონადირე გოგონა ფეირა ტყეში მგელს კლავს და ამის სასჯელად ფეების ჯადოსნურ სამეფოში აღმოჩნდება. რომანტიკული ფენტეზის ეს სერია BookTok-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიად იქცა.

ჯორჯ რ. რ. მარტინი, „ცეცხლი და სისხლი“ - ტარგარიენების დინასტიის ისტორია, რომელიც „სატახტო თამაშების“ მოვლენებამდე სამასი წლით ადრე იწყება. სწორედ ამ წიგნს ეფუძნება სერიალი „დრაკონის სახლი“.

ცხოვრების ახალი ფურცელი ხშირად ახალი წიგნით იწყება. „საკითხავის ფესტივალი“ 27, 28 და 29 ნოემბერს თბილისი მოლის მთავარ ატრიუმში გელოდება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. 21 წლის ხარ და არ იცი, რა წაიკითხო? - „საკითხავის ფესტივალის“ სია მათთვის, ვინც ცხოვრების ახალ ფურცელს იწყებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·21:03

"გურიკა ცოცხალია და სადღაც არის, ეს გამორიცხულია. არ არსებობს! ცოცხალი რომ იყოს, მე დამირეკავდა, ჩუმად მომწერდა... " - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა

"გურიკა ცოცხალია და სადღაც არის, ეს გამორიცხულია. არ არსებობს! ცოცხალი რომ იყოს, მე დამირეკავდა, ჩუმად მომწერდა... " - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა
ამბები.ge·20:53

ავარია ქუთაისში - ერთმანეთს სამი ავტომობილის შეეჯახა, არიან დაშავებულები

ავარია ქუთაისში - ერთმანეთს სამი ავტომობილის შეეჯახა, არიან დაშავებულები
ამბები.ge·20:32

"სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ" - ირაკლი კობახიძე

"სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ" - ირაკლი კობახიძე
ამბები.ge·20:03

ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი ქალის გამო მიატოვა - სკანდალი "ბაიერნის“ ლეგენდარული მეკარის პირად ცხოვრებაში, რის გამოც კრიტიკის ქარცხეცლში მოექცა

ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი ქალის გამო მიატოვა - სკანდალი "ბაიერნის“ ლეგენდარული მეკარის პირად ცხოვრებაში, რის გამოც კრიტიკის ქარცხეცლში მოექცა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.