ორიგინალი
"მის სამყაროს“ გრანდიოზული ფინალი სკანდალების ფონზე - ვინ არის ქალი, რომელმაც გვირგვინი მოიპოვა და რა ხდებოდა კულისებში
ამბები.ge·18:52

"მის სამყაროს“ გრანდიოზული ფინალი სკანდალების ფონზე - ვინ არის ქალი, რომელმაც გვირგვინი მოიპოვა და რა ხდებოდა კულისებში

25 ნოემბერი, 2026 · 18:52

პუერტორიკოელი ჯენიფერ ბარეტო "მის სამყარო 2026“-ის გვირგვინის მფლობელი მშობლიურ მიწაზე გახდა, რითაც სკანდალებში გახვეული კონკურსის კიდევ ერთი მღელვარე წელი დაგვირგვინდა.

ყოველწლიური კონკურსი კვლავ გასული წლის ხმის მიცემის შედეგების გაყალბების ბრალდებების ჩრდილქვეშ მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, 27 წლის სოციალურმა მუშაკმა გუშინ, სან-ხუანში, პუერტო-რიკოს დედაქალაქში გამართულ გრანდიოზულ ფინალში 115 კონკურსანტს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. რამდენიმე კანდიდატი შეჯიბრებას ბოლო წუთს გამოეთიშა, მიზეზებს შორის კი სავიზო პრობლემები და მწვავე ბიზნესდავა დასახელდა.

ბარეტო პირველი დაოჯახებული ქალი და დედაა, რომელმაც “მის სამყაროს“ გვირგვინი მოირგო მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ ორგანიზატორებმა გათხოვილი ან შვილიანი ქალების მონაწილეობაზე დაწესებული სადავო აკრძალვა გააუქმეს.

კონკურსის ცერემონია შესარჩევი ტურით გაიხსნა, რომელიც წინასწარ კონკურსებზე ჟიურის მიერ დაწერილ ქულებს ეფუძნებოდა. დარჩენილი 30 კონკურსანტი სცენაზე საცურაო კოსტიუმებით წარდგა, საიდანაც 12 საღამოს კაბების დეფილეზე გადავიდა. ფინალურმა ხუთეულმა კი ჟიურის კითხვებს უპასუხა ისეთ თემებზე, როგორებიც იყო მაგალითად “მის სამყაროს“ აქტუალურობა და “ის, თუ რას ელის მსოფლიო თავისი ლიდერებისგან“ .

მიუხედავად იმისა, რომ ფინალმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაიარა, წლევანდელი სკანდალების უმეტესობა ღონისძიებამდე რამდენიმე კვირითა და თვით ადრე განვითარდა.

ნეპალისა და აფრიკის ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის დებიუტანტი სამხრეთ სუდანისა და კონგოს რესპუბლიკის კონკურსანტები, აშშ-ის ვიზების მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო იძულებულნი გახდნენ, კონკურსში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ.

გარდა ამისა, "მის სამყაროს“ ორგანიზაციასა და ტაილანდელ ბიზნესმენ ნავატ იცარაგრისილს შორის მიმდინარე საკონტრაქტო დავის გამო, ფინალში მონაწილეობა ვერ მიიღეს ინდონეზიის, ლაოსის, მალაიზიის, სინგაპურის, ტაილანდისა და ვიეტნამის წარმომადგენლებმა. იცარაგრისილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ექვს ქვეყანაში შესარჩევ კონკურსებს ხელმძღვანელობს.

კონკურსს მანამდეც არაერთი სკანდალი ახლდა. მაისში "მის საფრანგეთის“ ორგანიზატორებმა 2025 წლის ფინალისადმი პროტესტის ნიშნად საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს. გასული წლის კონკურსის ჟიურის კი ხმის მიცემის შედეგების გაყალბებასა და მიკერძოებაში დასდეს ბრალი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "მის სამყაროს“ გრანდიოზული ფინალი სკანდალების ფონზე - ვინ არის ქალი, რომელმაც გვირგვინი მოიპოვა და რა ხდებოდა კულისებში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·21:03

"გურიკა ცოცხალია და სადღაც არის, ეს გამორიცხულია. არ არსებობს! ცოცხალი რომ იყოს, მე დამირეკავდა, ჩუმად მომწერდა... " - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა

"გურიკა ცოცხალია და სადღაც არის, ეს გამორიცხულია. არ არსებობს! ცოცხალი რომ იყოს, მე დამირეკავდა, ჩუმად მომწერდა... " - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა
ამბები.ge·20:53

ავარია ქუთაისში - ერთმანეთს სამი ავტომობილის შეეჯახა, არიან დაშავებულები

ავარია ქუთაისში - ერთმანეთს სამი ავტომობილის შეეჯახა, არიან დაშავებულები
ამბები.ge·20:32

"სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ" - ირაკლი კობახიძე

"სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ" - ირაკლი კობახიძე
ამბები.ge·20:03

ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი ქალის გამო მიატოვა - სკანდალი "ბაიერნის“ ლეგენდარული მეკარის პირად ცხოვრებაში, რის გამოც კრიტიკის ქარცხეცლში მოექცა

ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი ქალის გამო მიატოვა - სკანდალი "ბაიერნის“ ლეგენდარული მეკარის პირად ცხოვრებაში, რის გამოც კრიტიკის ქარცხეცლში მოექცა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.