ორიგინალი
"მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი. ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. ჩავვარდი აფექტურ მდგომარეობაში" - ეკა კუპატაძის თმით, ნია იმნაძის ბიძამ პროვოკაცია მოუწყო
ამბები.ge·19:28

"მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი. ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. ჩავვარდი აფექტურ მდგომარეობაში" - ეკა კუპატაძის თმით, ნია იმნაძის ბიძამ პროვოკაცია მოუწყო

25 ნოემბერი, 2026 · 19:28

ხმაური იყო საქალაქო სასამართლოს დერეფანში - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის თქმით, ბრალდებულ ნია იმნაძის ბიძამ მას პროვოკაცია მოუწყო.

"ინციდენტი მცირე არ იყო, მძიმე ინციდენტი იყო. ნია იმნაძის ოჯახის ახლობლები სრულ პროვოკაციას ახდენენ. სასამართლოს კართან ვიდეგით მე და მანდატური გვერდი-გვერდ. მე ტელეფონში ვიხედებოდი. მოვიდა ნია იმნაძის დედის ძმა ლუკას ნავროზაშვილი, მოვიდა და მეუბნება ასეთ რამეს - კარგი, ქალბატონო ეკა, მე წავედი, დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ვითომ მისი მეგობარი და ახლობელი ვარ. ეს არის ყველაზე მძიმე დარტყმა დედისთვის, რომელსაც შვილი მოუკლეს. მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი. ჩემსა და მას შორის არის მკვლელობა უსპეტაკესი ჩემი შვილის. ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. მომენტალურად ჩავვარდი აფექტურ მდგომარეობაში", - ამბობს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი. ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. ჩავვარდი აფექტურ მდგომარეობაში" - ეკა კუპატაძის თმით, ნია იმნაძის ბიძამ პროვოკაცია მოუწყო

თემა: შვილის

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·20:11
    შვილის გაჩენის ფასი - ქალები გვიყვებიან, რა გზას გადიან უშვილობასთან ბრძოლაში
  • სპორტოლი·18:15
    შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
  • ნეტგაზეთი·15:05
    შვილებთან საუბრის უფლებას მიზღუდავენ, რომ ძაღლზე ზეწოლა არ მოვახდინო — ელისაშვილის წერილი ციხიდან
  • ტვ პირველი·15:08
    საქართველო ქვემო ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობება
შვილის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·21:03

"გურიკა ცოცხალია და სადღაც არის, ეს გამორიცხულია. არ არსებობს! ცოცხალი რომ იყოს, მე დამირეკავდა, ჩუმად მომწერდა... " - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა

"გურიკა ცოცხალია და სადღაც არის, ეს გამორიცხულია. არ არსებობს! ცოცხალი რომ იყოს, მე დამირეკავდა, ჩუმად მომწერდა... " - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა
ამბები.ge·20:53

ავარია ქუთაისში - ერთმანეთს სამი ავტომობილის შეეჯახა, არიან დაშავებულები

ავარია ქუთაისში - ერთმანეთს სამი ავტომობილის შეეჯახა, არიან დაშავებულები
ამბები.ge·20:32

"სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ" - ირაკლი კობახიძე

"სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ" - ირაკლი კობახიძე
ამბები.ge·20:03

ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი ქალის გამო მიატოვა - სკანდალი "ბაიერნის“ ლეგენდარული მეკარის პირად ცხოვრებაში, რის გამოც კრიტიკის ქარცხეცლში მოექცა

ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი ქალის გამო მიატოვა - სკანდალი "ბაიერნის“ ლეგენდარული მეკარის პირად ცხოვრებაში, რის გამოც კრიტიკის ქარცხეცლში მოექცა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.