ორიგინალი
ვერაზე, გოგებაშვილზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დუმილს არღვევს - რა განაცხადა ლაშა გეგეშიძემ?
ამბები.ge·17:02

ვერაზე, გოგებაშვილზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დუმილს არღვევს - რა განაცხადა ლაშა გეგეშიძემ?

26 ნოემბერი, 2026 · 17:02

გოგებაშვილის ქუჩაზე 65 წლის მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ გიორგი მელაძესა და ლაშა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე ორივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა.

პროკურორ ქრისტინე კილასონიას განცხადებით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს მალხაზ თოფურიაზე, რომელიც წაიქცა, დაზიანება მიიღო და გარდაიცვალა.

პროკურორის თქმითვე, გიორგი მელაძემ ასევე იძალადა 68 წლის მამაკაცზე, რომელიც ადგილზე გასაშველებლად მივიდა. მისივე განმარტებით, გაშველების მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულები არ გაჩერდნენ. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, კონფლიქტი წვრილმანი ყოფითი საკითხის გამო - მანქანის გადაყენებასთან დაკავშირებით დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პროკურორის თქმით, ორივე ბრალდებული საზღვარგარეთ ცხოვრობდა, საქართველოში კი 24 ნოემბერს დაბრუნდნენ. მაკალათიას თქმით, გიორგი მელაძე ფინეთში ცხოვრობდა და ის წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი მათ შორის, ქურდობისთვის.

რაც შეეხება ლაშა გეგეშიძეს, ის საფრანგეთში ცხოვრობს, ისიც წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის, ნარკოდანაშაულისთვის. თავად ბრალდებულები აცხადებენ, რომ ისინი ნასამართლევები არ არიან.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, დაკავებულების ადვოკატი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატის თქმით, ის არაერთხელ დასვამს კითხვას, ეს პირები არიან ბრალდებულები თუ დაზარალებულები. უფლებადამცველის თქმით, ისინი ალტერნატიულ საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებენ. მისივე განმარტებით, დაკავებულებს ვინმეს გარდაცვალების, ან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების განზრახვა არ ჰქონიათ.

ადვოკატმა დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იშუამდგომლა.

სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმაც.

“ეს უბედური შემთხვევაა. პირველ რიგში, მინდა გამოვხატო მწუხარება გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. იმ დილას ჩამოვედი საქართველოში და ამას აღვნიშნავდით. არავის დავსხმივართ თავს. მოხდა შელაპარაკება და ასეთი რაღაც, ძიძგილაობა იყო. არ ყოფილა რომ ვინმე წაქცეულიყო. პოლიციის თანამშრომლებიც იქ იყვნენ“, - განაცხადა გეგეშიძემ.

მცირე რეპლიკით ისარგებლა გიორგი მელაძემ.

“ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ერთადერთი ამის თქმა მინდა“, - განაცხადა მელაძემ.

ცნობისთვის, დაკავებულებს - გიორგი მელაძესა და ლაშა გეგეშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე:

ცნობილია გოგებაშვილის ქუჩაზე გარდაცვლილი 64 წლის კაცის ვინაობა და ახალი დეტალები: რას ჰყვებიან ადგილობრივები მომხდარზე? 64 წლის მალხაზ თოფურიას გარდაცვალების ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარედგინა - რას აცხადებს პროკურატურა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარზე?

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. ვერაზე, გოგებაშვილზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დუმილს არღვევს - რა განაცხადა ლაშა გეგეშიძემ?

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·16:10

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ამბები.ge·16:10

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ამბები.ge·15:37

"ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა" - რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა?

"ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა" - რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა?
ამბები.ge·15:37

ნამდვილი შავი პარასკევი "ბიბლუსში" - ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით 27 ნოემბერს

ნამდვილი შავი პარასკევი "ბიბლუსში" - ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით 27 ნოემბერს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.