ორიგინალი
ეს ორი ქალაქი იმაზე უფრო სწრაფად იძირება, ვიდრე მოსალოდნელი იყო - რა აჩვენა თანამგზავრულმა მონაცემებმა?
ამბები.ge·13:09

ეს ორი ქალაქი იმაზე უფრო სწრაფად იძირება, ვიდრე მოსალოდნელი იყო - რა აჩვენა თანამგზავრულმა მონაცემებმა?

28 ნოემბერი, 2026 · 13:09

აფრიკის რამდენიმე დიდი სანაპირო ქალაქი იმაზე სწრაფად იძირება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ახალი კვლევის თანახმად, განსაკუთრებით საყურადღებო მდგომარეობაა ნიგერიის ქალაქ ლაგოსსა და ეგვიპტის ალექსანდრიაში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ ეს პროცესი გაგრძელდა, მომდევნო ათწლეულებში წყალდიდობის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება.

კვლევის ფარგლებში ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს Sentinel-1 თანამგზავრების რადარული მონაცემები შეისწავლეს.

მათ აფრიკის 20 სანაპირო ქალაქში მიწის ზედაპირის ცვლილებები გაზომეს. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ქალაქში მიწა იმაზე სწრაფად იძირება, ვიდრე 2021 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელის (IPCC) ანგარიშში იყო შეფასებული.

მიწის ჩაძირვას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ზოგ შემთხვევაში ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ხშირად მას ადამიანის საქმიანობაც იწვევს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიწისქვეშა წყლების ჭარბი რაოდენობით ამოტუმბვაა, რაც ნიადაგის დატკეპნას და მიწის ზედაპირის დაწევას განაპირობებს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ოლუვასეი დაშოს განმარტებით, ეს პროცესი ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, თუმცა დროთა განმავლობაში სანაპირო ქალაქებში წყალდიდობის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. საქმე ისაა, რომ მიწის დაწევის შედეგად ქალაქები ზღვის დონესთან შედარებით კიდევ უფრო დაბლა ექცევა. ეს კი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზღვის დონის მატებასთან ერთად საფრთხეს ამძაფრებს.

რას აჩვენებს თანამგზავრული მონაცემები?

მკვლევრების თქმით, აფრიკაში მიწის ჩაძირვის პროცესის შესწავლას აქამდე ხელს მონიტორინგის სადგურების სიმცირე უშლიდა. ახალი თანამგზავრული მონაცემების გამოყენებით კი მეცნიერებმა მიწის ზედაპირის უმნიშვნელო ცვლილებების დაფიქსირებაც შეძლეს.

კვლევის უფროსი ავტორის, პროფესორ მანუჩეჰრ შირზაეის განმარტებით, Sentinel-1 თანამგზავრები დედამიწის ერთსა და იმავე მონაკვეთს ექვსიდან თორმეტ დღეში ერთხელ აკვირდებიან. ისინი მიწის ზედაპირზე რადარის სიგნალს აგზავნიან, შემდეგ კი მეცნიერები მის უკან დაბრუნებასა და მიღებულ მონაცემებს აანალიზებენ. ამ მეთოდით შესაძლებელია იმის დადგენა, როგორ იცვლება მიწის სიმაღლე დროთა განმავლობაში.

შედეგების მიხედვით, ალექსანდრია წელიწადში საშუალოდ 6 მილიმეტრით იძირება, ლაგოსი კი - 5 მილიმეტრით.

თუ ეს ტემპი შენარჩუნდება, 2050 წლისთვის ალექსანდრიის გარშემო ზღვის დონის მატება IPCC-ის ადრინდელ პროგნოზთან შედარებით 36%-ით მეტი იქნება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. ეს ორი ქალაქი იმაზე უფრო სწრაფად იძირება, ვიდრე მოსალოდნელი იყო - რა აჩვენა თანამგზავრულმა მონაცემებმა?

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·13:20

ავღანეთის ერთ-ერთ პროვინციაში თალიბანმა ქალებს სახელები "ჩამოართვა" - მათ "ძროხას" და "თხას" უწოდებენ

ავღანეთის ერთ-ერთ პროვინციაში თალიბანმა ქალებს სახელები "ჩამოართვა" - მათ "ძროხას" და "თხას" უწოდებენ
ამბები.ge·12:59

"შენი ღერძი არ უნდა დაკარგო, მიჰყვე შენს ხაზს და არ დაკარგო ინდივიდუალობა" - ბაია დვალიშვილი თეატრზე, მსახიობობასა და გამოწვევებზე: "სახალხო ინტერვიუ"

"შენი ღერძი არ უნდა დაკარგო, მიჰყვე შენს ხაზს და არ დაკარგო ინდივიდუალობა" - ბაია დვალიშვილი თეატრზე, მსახიობობასა და გამოწვევებზე: "სახალხო ინტერვიუ"
ამბები.ge·12:17

პოლიციამ ინტერპოლით ძებნილი პოლონეთის მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ინტერპოლით ძებნილი პოლონეთის მოქალაქე დააკავა
ამბები.ge·10:57

"ბევრი ქალი გადიხართ იმ გზას, რასაც ახლა მე... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ... " - რას წერს მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან დაშორების შემდეგ

"ბევრი ქალი გადიხართ იმ გზას, რასაც ახლა მე... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ... " - რას წერს მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან დაშორების შემდეგ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.