ორიგინალი
"საბოლოოდ, გამარჯვების გზა ძალიან ბევრ გაბრაზებულ ადამიანზე გადის! ერთადერთი, რაც ამ ტიპის რეჟიმს დაამარცხებს, ბევრი გაბრაზებული ადამიანია" - ზურაბ ჯაფარიძე
ამბები.ge·20:30

"საბოლოოდ, გამარჯვების გზა ძალიან ბევრ გაბრაზებულ ადამიანზე გადის! ერთადერთი, რაც ამ ტიპის რეჟიმს დაამარცხებს, ბევრი გაბრაზებული ადამიანია" - ზურაბ ჯაფარიძე

28 ნოემბერი, 2026 · 20:30

საბოლოო ჯამში, გამარჯვების გზა ძალიან ბევრ გაბრაზებულ ადამიანზე გადის! ერთადერთი, რაც ამ ტიპის რეჟიმს დაამარცხებს, ბევრი გაბრაზებული ადამიანია - ერთად უნდა გამოვიდეთ და ის უთავმოყვარეო ყოფა დავამთავროთ, რაშიც ახლა ვიმყოფებით, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

აქვე ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეს ბევრი გაბრაზებული ადამიანია, რომელთა რაღაც ნაწილს ხელი აქვს ჩაქნეული, ხოლო რაღაც ნაწილი შეშინებულია. ჯაფარიძის თქმით, პოლიტიკოსების ამოცანაა, ვინც შეშინებულია, მათი გამხნევება მოხდეს, ხოლო ვისაც ხელი აქვს ჩაქნეული, აუხსნან, რომ ეს გამოსავალი არ არის.

"არსებითია ადამიანების რაოდენობა. თუ დღეს ბევრი ადამიანი გამოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დღე შედგა!

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ერთმანეთი დავინახოთ. ვნახოთ, რომ ტერორის მიუხედავად, რაც ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში გამოვიარეთ და იმის მიუხედავად, რომ რეჟიმი საკუთარ პროპაგანდაზე მილიონებს ხარჯავს, ამ ქვეყანაში ადამიანების ტვინების შეტრიალება არ ხდება და ადამიანები თავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ეს არის ამ ქვეყნის ისტორიული არჩევანი - სხვა არჩევანი უბრალოდ არა გვაქვს!

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დღე აუცილებლად შედგება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, "ოპოზიციურ ალიანსში“ არის შეთანხმება, რომ რაღაც პერიოდი დიდი აქციები გაიმართოს, ხოლო შუალედებში მათი მთავარი საქმე მოქალაქეთა მობილიზება იქნება.

"ყოველი შემდეგი აქცია უნდა იყოს უფრო მრავალრიცხოვანი, ვიდრე წინა აქცია იყო", - აღნიშნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "საბოლოოდ, გამარჯვების გზა ძალიან ბევრ გაბრაზებულ ადამიანზე გადის! ერთადერთი, რაც ამ ტიპის რეჟიმს დაამარცხებს, ბევრი გაბრაზებული ადამიანია" - ზურაბ ჯაფარიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·20:07

"ხელისუფლება გამაოგნებლად უხეშად ელაპარაკება ხალხს და ამის თავხედობის უფლებას აძლევს თავის თავს - ერთი დაპირება მაინც ძალით უნდა შევასრულებინოთ..." - ნანა ალექსანდრია

"ხელისუფლება გამაოგნებლად უხეშად ელაპარაკება ხალხს და ამის თავხედობის უფლებას აძლევს თავის თავს - ერთი დაპირება მაინც ძალით უნდა შევასრულებინოთ..." - ნანა ალექსანდრია
ამბები.ge·18:49

"როცა გულშემატკივრები ნეიტრალურ არენას აგრესიისთვის სცენად აქცევენ, სიჩუმე ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა" - რას წერს ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე

"როცა გულშემატკივრები ნეიტრალურ არენას აგრესიისთვის სცენად აქცევენ, სიჩუმე ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა" - რას წერს ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე
ამბები.ge·18:33

უმძიმესი ავარია ახმეტაში - დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი, დაშავდა სამი ადამიანი

უმძიმესი ავარია ახმეტაში - დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი, დაშავდა სამი ადამიანი
ამბები.ge·18:04

"რამდენი უთქმელი ტკივილი გქონდა გულში..." - ქობულეთში გარდაცვლილი 25 წლის პოლიციელის ვინაობა ცნობილია

"რამდენი უთქმელი ტკივილი გქონდა გულში..." - ქობულეთში გარდაცვლილი 25 წლის პოლიციელის ვინაობა ცნობილია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.