“მზად ვართ, შეხების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე, ეს ძალიან დიდი კომპრომისია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, ცეცხლის ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ შეწყვეტისა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასვლისთვის, თუმცა ამას ძალიან დიდ კომპრომისად მიიჩნევს.
“მზად ვართ გადავდგათ ასეთი ნაბიჯები - შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ. ვსაუბრობთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეხების ხაზის გასწვრივ. ეს კომპრომისია? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კომპრომისი. გვესმის, რომ მას (პუტინს) არ სურს ჩვენი მიწების დატოვება. სწორედ ამიტომ ვამბობთ: „კარგი, მოდით, აქ გავჩერდეთ და დიპლომატიაზე გადავიდეთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ Al Jazeera-თან ინტერვიუში.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი გავლენა ომის დასრულების გზის მოსაძებნად.