მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრს - დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამა 19 ოქტომბრიდან იწყება
10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრს - დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამა 19 ოქტომბრიდან იწყება

10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრს - დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამა 19 ოქტომბრიდან იწყება

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 15:10|bm.ge

დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება.

უწყების ცნობით, ახალ პროგრამაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობა ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია ჯერ არ მიუღია. ფულადი კომპენსაცია განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა, ხოლო მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარი უკვე გამოიყო, მომდევნო წლებში კი ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

პროგრამის განხორციელების პროცედურულ ნაწილზე დევნილთა სააგენტოში გამართულ კომისიის სხდომაზე იმსჯელეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, დავით კაიკაციშვილმა.

განაცხადის შევსებისას ადგილზე ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი უნდა იმყოფებოდეს. განაცხადის მიღების შემდეგ, დევნილთა სააგენტოს შესაბამისი სამსახური შემოსულ დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს. ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებული ოჯახების რაოდენობა საბიუჯეტო რესურსის შესაბამისად განისაზღვრება.

პარალელურად, აქტიურ რეჟიმში გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა — ფულადი კომპენსაციების გაცემა არსებულ პროგრამებს არ შეაფერხებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოჯახის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • დახმარება დევნილებს - იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახს, რომელსაც დღემდე ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია, საშუალება ექნება ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი მიიღოსრუსთავი 2
  • დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძენეტგაზეთი
  • დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა - 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზეტვ პირველი
  • პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებსიმედი
ოჯახის →

მსგავსი სტატიები

აჭარაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ევროპის და გალფის ქვეყნებიდან უფრო მზარდია, ვიდრე რუსეთიდან - REA Investment

აჭარაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ევროპის და გალფის ქვეყნებიდან უფრო მზარდია, ვიდრე რუსეთიდან - REA Investment

BM.GE

2025 წელს საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა - საქსტატი

2025 წელს საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა - საქსტატი

BM.GE

რაჭაში გადამუშავებულია 682 ტონა ყურძენი | სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 4 ლარია

რაჭაში გადამუშავებულია 682 ტონა ყურძენი | სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 4 ლარია

BM.GE

"Starlink-ის გათიშვა ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა. ის განზრახ შეგვიჩერეს" - ზელენსკის ინტერვიუ Financial Times-თან

"Starlink-ის გათიშვა ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა. ის განზრახ შეგვიჩერეს" - ზელენსკის ინტერვიუ Financial Times-თან

BM.GE