მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 10 კომპანია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი შექმნა
10 კომპანია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი შექმნა

10 კომპანია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი შექმნა

BM.GE3 აგვისტო, 2026, 03:18|bm.ge

წარმატებული ბიზნესის წამოწყება ერთია, მაგრამ ისეთი კორპორაციული იმპერიის აშენება, რომელიც არა მარტო დამფუძნებლებს, არამედ ინვესტორებსა და ტოპ-მენეჯერებსაც მილიარდერებად აქცევს – სრულიად სხვა მასშტაბია. ინოვაციამ, რევოლუციურმა იდეებმა და სწორმა სტრატეგიამ ზოგიერთი კომპანია ნამდვილ "სიმდიდრის ქარხანად" აქცია.

სანამ ბიზნესების უმეტესობა ერთი მილიარდერის შექმნასაც ვერ ახერხებს, მსოფლიოში არსებობს 10 გიგანტი, რომელთაც ათეულობით ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს.

Anthropic: 7 მილიარდერი

მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის სფეროს ერთ-ერთმა ლიდერმა, Anthropic-მა, სულ რამდენიმე წელიწადში შვიდი მილიარდერი შექმნა. ჩატბოტ Claude-ის შემქმნელი კომპანია 2021 წელს OpenAI-ის ყოფილმა მკვლევრებმა დააფუძნეს, სათავეში კი და-ძმა, დარიო და დანიელა ამოდეები ჩაუდგნენ. სტარტაპის სწრაფმა ზრდამ დამფუძნებლების ქონება მკვეთრად გაზარდა. თითოეული მათგანი კომპანიის დაახლოებით 2%-ს ფლობს, რაც მათ ქონებას 7 მილიარდ დოლარამდე აფასებს.

Walmart: 7 მილიარდერი

შემოსავლების მიხედვით მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ დედამიწაზე ყველაზე მდიდარი დინასტიაც წარმოშვა. Walmart-ის აქციების დაახლოებით 45%-ს კვლავ დამფუძნებლის, სემ უოლტონისა და მისი ძმის, ბად უოლტონის ოჯახი აკონტროლებს, რაც რეიტინგში შვიდ მილიარდერ მემკვიდრეს ტოვებს. 2025 წელს Bloomberg-მა ამ საგვარეულოს ქონება 500-ზე მეტ მილიარდ დოლარად შეაფასა. ყველაზე მდიდარი წევრები სემის შვილები არიან: რობი (142.2 მილიარდი დოლარი), ჯიმი (139.5 მილიარდი დოლარი) და ელის (130.4 მილიარდი დოლარი) უოლტონი, რომელიც პლანეტის უმდიდრეს ქალადაც ითვლება.

SC Johnson & Son: 7+ მილიარდერი

Johnson & Son-ს, საყოფაცხოვრებო ქიმიის მწარმოებელ გიგანტურ იმპერიას ჯონსონების ოჯახი უკვე ხუთი თაობაა ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი კაპიტალი ამჟამად ოთხ და-ძმას შორის არის განაწილებული, კომპანიამ ისტორიულად სულ მცირე შვიდი მილიარდერი შექმნა. ამჟამად მათ შორის უმდიდრესი ჰელენ ჯონსონ-ლეიპოლდი თითქმის 5 მილიარდიანი ქონებით, (4.9 მილიარდი დოლარი) რომელიც Johnson Outdoors-ს ხელმძღვანელობს.

AppLovin: 8 მილიარდერი

მობილური რეკლამების კომპანია AppLovin-მა 2012 წლიდან დღემდე მილიარდერად რვა ადამიანი აქცია. კომპანია მობილური აპლიკაციების ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმას მართავს და თამაშების მონეტიზაციას უზრუნველყოფს. 2021 წლის საფონდო ბირჟაზე დებიუტის შემდეგ, აქციების ფასის ზრდამ დამფუძნებელს - ადამ ფორუგის 18 მილიარდი დოლარის ქონება მოუტანა. სხვა მილიარდერები კი ძირითადად პირველი ინვესტორები და მენეჯერები არიან.

Braun: 8 მილიარდერი

ბრაუნების საგვარეულოს რვა წევრი მილიარდერი გერმანულ სამედიცინო კომპანია B.Braun-ში საკუთარი წილების წყალობით გახდა. მემკვიდრეები დინასტიის ორი შტოდან არიან. უმდიდრესია უფროსი ვაჟი, ოტო ფილიპ ბრაუნი (4 მილიარდი დოლარი), რომელიც კომპანიის 23%-იან წილს ფლობს. 1839 წელს დაარსებული საოჯახო ფირმა სამედიცინო მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლია.

Meta: 8 მილიარდერი

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ რვა მილიარდერი შექმნა მას შემდეგ, რაც მარკ ზაკერბერგმა 2004 წელს Facebook-ი დააფუძნა. მათ შორის მისი პირველი პარტნიორები, ედუარდო სავერინი და დასტინ მოსკოვიცი არიან. რა თქმა უნდა, მათ შორის უმდიდრესი თავად ზაკერბერგია (221.2 მილიარდი დოლარი), რომელიც პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში შედის.

Alphabet: 10 მილიარდერი

Google-ის მფლობელმა კომპანია Alphabet-მა მილიარდერად 10 ადამიანი აქცია. სიას სათავეში დამფუძნებლები ლარი პეიჯი (246.8 მილიარდი დოლარი) და სერგეი ბრინი (227.8 მილიარდი დოლარი) უდგანან, რომლებმაც საძიებო სისტემა 1998 წელს, ავტოფარეხში შექმნეს.

Roche: 12+ მილიარდერი

შვეიცარიული ფარმაცევტული გიგანტი Roche-ი, კლასიკურ კაპიტალს წარმოადგენს. კომპანია დამფუძნებელი ჰოფმანებისა და იერების ოჯახებიდან სულ მცირე 12 მილიარდერს აფინანსებს. 1948 წელს გაფორმებული ხმის უფლების ხელშეკრულებით, მემკვიდრეები ერთობლივად აკონტროლებენ კომპანიის 45%-იან წილს, რომელიც ათეულობით მილიარდ დოლარად ფასდება.

Hyatt: 13 მილიარდერი

სასტუმროების გიგანტმა Hyatt-მა მილიარდერად პრიცკერების ოჯახის 13 წევრი აქცია. საგვარეულო კაპიტალი სათავეს 1957 წლიდან იღებს, როდესაც მეწარმე ჯეი პრიცკერმა ლოს-ანჯელესში პირველი მოტელი შეიძინა. დღეს მათ შორის უმდიდრესი კარენ პრიცკერია (7 მილიარდი დოლარი). ოჯახის სხვა მილიარდერებს შორის არიან ილინოისის გუბერნატორი ჯ. ბ. პრიცკერი და ინვესტორი ჯენიფერ პრიცკერი.

Cargill: 21 მილიარდერი

სასოფლო-სამეურნეო გიგანტმა Cargill-მა იმაზე მეტი მილიარდერი წარმოშვა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა კომპანიამ მსოფლიოში. Cargill-MacMillan-ის საგვარეულო კლანი, რომელიც კერძო ფირმას კვლავ აკონტროლებს, ჯამში 21 მილიარდერს აერთიანებს. ბიზნესი 1865 წელს აიოვაში, უილიამ კარგილმა დააარსა. დღეს ოჯახის უმდიდრესი წევრი პოლინ მაკმილან კეინატია (9.5 მილიარდი დოლარი), რომელიც კომპანიის აქციების 13%-ს ფლობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შექმნა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ძლიერმა სიცხემ და გვალვამ უნგრეთსა და ინგლისში პრობლემები შექმნაიმედი
  • "ჯდება რუსულ სტრატეგიაში"- ზურაბიშვილის აზრით, ახალი დაჯგუფება ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის შექმნესტვ პირველი
  • ევროპის ლიდერები უკრაინასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენფორმულა
  • ირაკლი კობახიძე გვარამიას განცხადებაზე: დანაშაულებრივი მიდგომაა, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ საგამოძიებო უწყებები, ეს ქვეყნის ღალატია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვრუსთავი 2
შექმნა →

მსგავსი სტატიები

რუმინეთის არმია ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგურისთვის წყლის ნაკადის შესანარჩუნებლად საგანგებო ოპერაციას ატარებს

რუმინეთის არმია ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგურისთვის წყლის ნაკადის შესანარჩუნებლად საგანგებო ოპერაციას ატარებს

BM.GE

ფასის უპირატესობა და ლოკალური კომპონენტი - რას ითხოვს ბიზნესი ინფრასტრუქტურულ ტენდერებში?

ფასის უპირატესობა და ლოკალური კომპონენტი - რას ითხოვს ბიზნესი ინფრასტრუქტურულ ტენდერებში?

BM.GE

რაჭაში, სოფელ გლოლაში ახალი სასტუმრო "ორდ ინნი" გაიხსნა - რა ჯდება დასვენება?

რაჭაში, სოფელ გლოლაში ახალი სასტუმრო "ორდ ინნი" გაიხსნა - რა ჯდება დასვენება?

BM.GE

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტი და ნაკლები ბიუროკრატია? – გლობალური რეიტინგები

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტი და ნაკლები ბიუროკრატია? – გლობალური რეიტინგები

BM.GE