
Tasteit-ი Techstars USA-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა და 220,000 დოლარის ინვესტიცია მოიპოვა
Tasteit-ი Techstars USA-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა და 220,000 დოლარის ინვესტიცია მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Tasteit-ი ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ამ პროგრამაში Tasteit-ის მიღება კომპანიის გლობალური გაფართოების მაღალ პოტენციალს ადასტურებს.
რას ნიშნავს Techstars-ში მოხვედრა?
Techstars-ი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში (Boulder, Colorado) დაარსდა, დღეს კი თავის „დაბადების ადგილს“ უბრუნდება ახალი, ამბიციური დამფუძნებლების კოჰორტით. Tasteit-ის გუნდი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ ბოლდერში, Techstars-ის სათავო ოფისიდან იმუშავებს, სადაც გლობალური მასშტაბირების ახალ ეტაპს გაივლის.
Techstars-ის პორტფელი მსოფლიოში უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს, მათ შორისაა Uber, რომელმაც გლობალური წარმატების გზა სწორედამ ამერიკული აქსელერატორიდან დაიწყო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გლობალურ პოტენციალსა და მასშტაბებს, რასაც Techstars-ი თავის პორტფოლიო კომპანიებს სთავაზობს.
Techstars-ში მოხვედრა Tasteit-ს პირდაპირ წვდომას უხსნის:
- აშშ-ის ბაზარსა და გლობალურ მასშტაბურობაზე;- მსოფლიო დონის ვენჩერულ ინვესტორებსა და ფონდებზე;- საერთაშორისო მენტორთა ექსკლუზიურ ქსელზე.
„Techstars-ში tasteit-ის მოხვედრა არის მნიშვნელოვანი სიგნალი მთელი ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის, რომ საქართველოში შექმნილ პროდუქტს აქვს გლობალური ამბიციისა და კონკურენტუნარიანობის რეალური ძალა. განსაკუთრებით ამაღელვებელია Techstars-ის დაბადების ადგილას, ბოლდერში ყოფნა. ჩვენი მიზანია, Tasteit გახდეს წამყვანი გლობალური პლატფორმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საჭმლის გავლით, დააკავშირებს ადამიანებს“, - აცხადებენ Tasteit-ის დამფუძნებლები.
რა არის Tasteit-ი?
Tasteit არის სოციალური ქსელი, რომელიც ადამიანებს საჭმლით აკავშირებს. 100 000 აქტიური თვიური მომხმარებლით მსოფლიოს სამ ქვეყანაში (საქართველო, აშშ, გერმანია), ის აერთიანებს გურმანებსა და კვების ობიექტებს. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ ახალი გემოები, გაიცნონ ადამიანები და შეუერთდნენ გასტრონომიულ ღონისძიებებს.Tasteit-ი აქტიურად იმუშავებს ამერიკულ ბაზარზე პოზიციონირებასა და პროდუქტის ფუნქციონალის შემდგომ განვითარებაზე. Tasteit-ის საბოლოო მიზანია, შეიქმნას მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი საჭმლის მოყავრულებისთვის, რომელიც სწორედ საჭმლის გარშემო გააერთიანებს ადამიანებს მთელი მსოფლიოდან.
BM.GE
წყარო: bm.ge