მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 10 წელიწადში საქართველოში რუსეთის 147 600 ათასი მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე - გავიდა
10 წელიწადში საქართველოში რუსეთის 147 600 ათასი მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე - გავიდა

10 წელიწადში საქართველოში რუსეთის 147 600 ათასი მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე - გავიდა

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 16:13|bm.ge

საქსტატის მიერ დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების შემდეგ, 2015-2024 წლების მიგრაციული სტატისტიკით, საქართველოში იმიგრანტთა შორის რუსეთის მოქალაქეები ყველაზე დიდი ჯგუფია.

განახლებული მონაცემებით, 2015-2024 წლებში საქართველოში რუსეთის 229 605 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ქვეყანა რუსეთის 82 029 მოქალაქემ დატოვა. შესაბამისად, ამ პერიოდში იმიგრანტების რაოდენობა ემიგრანტების რაოდენობას 147 576-ით აღემატებოდა. გადაანგარიშებამდე არსებული მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების ჯამური დადებითი მიგრაციული სალდო 97 090 იყო. ამრიგად, გადაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ 2015-2024 წლებში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია იმაზე მეტი იყო, ვიდრე აქამდე არსებული მონაცემებით მიიჩნეოდა.

განსაკუთრებით დიდი მიგრაციული ნაკადი რუსეთიდან 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაფიქსირდა. საქართველოში რუსეთის 80 272 მოქალაქე იმიგრირდა, საქართველოდან კი 5 167 რუსეთის მოქალაქე ემიგრირდა. 2022-2024 წლებში ჯამში საქართველოში რუსეთის 149 729 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 46 430 მოქალაქე საქართველოდან წავიდა. ამ სამი წლის ჯამური დადებითი მიგრაციული სალდო 103 299 ადამიანს შეადგენს. ძველი მონაცემებით, 2022-2024 წლებში რუსეთის მოქალაქეების დადებითი მიგრაციული სალდო 71 614 იყო, გადაანგარიშების შემდეგ კი 31 685-ით მეტი აღმოჩნდა.

2024 წელს მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად შემცირდა. გადაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში რუსეთის 3 519 მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. ძველი მონაცემები საპირისპირო სურათს აჩვენებდა - სალდო უარყოფითი იყო და 2 038-ს შეადგენდა.

ამრიგად, მონაცემების გადაანგარიშების შედეგად, 2015-2024 წლებში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დადებითი მიგრაციული სალდო 50 486-ით გაიზარდა. ამასთან, 2024 წელს ძველი მონაცემებით დაფიქსირებული უარყოფითი სალდო დადებითით შეიცვალა.

გრაფიკი 1: რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოში, 2015-2024 წლებში, განახლებული მონაცემები

წყარო: საქსტატი; გადაანგარიშებული/განახლებული მონაცემები

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა. განახლებული მონაცემებით, 2015-2024 წლებში ქვეყნიდან წასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა შემოსულთა რაოდენობას 128 259-ით აღემატებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 280 სტატია.

  • რუსეთის 27 რეგიონში აივ-ინფექცია მოსახლეობის ფართო ფენებში ვრცელდებაფორმულა
  • რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა - ვირუსი რისკჯგუფებს გასცდატვ პირველი
  • აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებარუსთავი 2
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

დეველოპერი მერიას, ვაკეში კოეფიციენტის 40 სართულამდე გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს სთავაზობს

დეველოპერი მერიას, ვაკეში კოეფიციენტის 40 სართულამდე გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს სთავაზობს

BM.GE

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

BM.GE

NVIDIA-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი გადადგა

NVIDIA-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი გადადგა

BM.GE

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

BM.GE