
დეველოპერი მერიას, ვაკეში კოეფიციენტის 40 სართულამდე გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს სთავაზობს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კოეფიციენტის გაზრდისთვის ყოფილ სამედიცინო ცენტრ „იუნონას“ 6 887 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის მფლობელი დეველოპერული კომპანია "დელუქს ფროფერთი" თბილისის მერიას ტერიტორიის განაშენიანების K2 კოეფიციენტის ზრდას სთხოვს, რისთვისაც მერიაში წარდგენილი შეთავაზების თანახმად, მზადაა 31.7 მილიონი ლარი გადაიხადოს.
კომპანიას ამჟამად მინიჭებული აქვს 3.5-ის კოეფიციენტი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს ადგილზე 22-სართულიანი ნაგებობა ააშენოს, წარდგენილი განაცხადით კი მოთხოვნილია კოეფიციენტის 6.1-მდე გაზრდა, რაც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს მიწის ნაკვეთზე 40-სართულიანი, 131.9 მეტრის სიმაღლის ნაგებობა ააშენოს.
კოეფიციენტის 18 სართულით მომატებისთვის კი კომპანია თბილისის მერიას 31.7 მილიონი ლარის გადახდას სთავაზობს. განმარტებითი ბარათის თანახმად, დამატებითი 18 სართული დეველოპერს 17 906 კვადრატული მეტრის ფართობის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, "დელუქს ფროფერთი" ეკუთვნის შპს "კაპიტალ ჰოლს", რომელიც ბიზნესმენებს გიგი გოცირიძეს (91%) და ელგუჯა ქებურიებს (9%) ეკუთვნით.
წარდგენილი პროექტის სიმაღლის განმსაზღვრელი რენდერი:
BM.GE
წყარო: bm.ge