მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი ისტორიაში
10 ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი ისტორიაში

10 ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი ისტორიაში

BM.GE3 აგვისტო, 2026, 14:36|bm.ge

მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახებისთვის ქორწილი ხშირად უფრო მეტია, ვიდრე უბრალო საოჯახო დღესასწაული. ის ფუფუნების, გავლენისა და პრესტიჟის დემონსტრირებას წარმოადგენს, რაც ისტორიულ ლოკაციებს, მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებსა და გავლენიანი სტუმრების სიას მოიცავს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მდიდრული ქორწილები მრავალდღიან შოუებად იქცა. ეს პროცესი მედიის ყურადღებას იპყრობს და ფუფუნების ეკონომიკაში მილიონობით დოლარის ინვესტირებას უზრუნველყოფს.

პოპ-ვარსკვლავ ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის 2026 წლის ქორწილი, რომლის ბიუჯეტიც, სხვადასხვა ანალიტიკური ორგანიზაციის შეფასებით, 20-დან 50 მილიონ დოლარამდე მერყეობდა, ნიუ-იორკში, Madison Square Garden-ში გაიმართა. ინდუსტრიის დათვლაებით, მხოლოდ არენის საქორწილო სივრცედ გარდაქმნისთვის წყვილს 10 მილიონ დოლარმდე დასჭირდებოდა. ცერემონიას 1 000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, თუმცა ვარსკვლავური ქორწილიდან ფოტო და ვიდეო მასალა ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

ესპანეთის პრინც ფილიპესა და ჟურნალისტ ლეტიცია ორტისის 2004 წლის სამეფო ქორწილი მადრიდში შედგა და 43-დან 62 მილიონ დოლარამდე შეფასდა. ცერემონიალს პირდაპირ ეთერში 25 მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს, მიღებაზე კი 1 500 სტუმარი მიიწვიეს. სტუმრების სიაში 6 მეფე, 11 დედოფალი და სამეფო ოჯახების სხვა წარმომადგენლები ფიგურირებდნენ.

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა 2025 წლის ქორწილში, რომელიც ვენეციაში გაიმართა, 48-დან 56 მილიონ დოლარამდე დახარჯეს. სტუმრები, რომელთა შორისაც არაერთი ცნობილი სახეც ფიგურირებდა, 5-ვარსკვლავიან ლუქს სასტუმრო Aman Venice-ში დაბინავდნენ. წყვილს მხოლოდ წყლის ტაქსებით გადაადგილება 275 000 დოლარი დაუჯდა.

დიდი ბრიტანეთის მომავალი მეფის, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის 2011 წლის ქორწილი, რომლის საერთო ღირებულებამაც 49 მილიონი დოლარი შეადგინა, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა. მხოლოდ პატარძლის კაბის ფასმა 430 000 დოლარს გადააჭარბა. ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი - 30 მილიონ დოლარზე მეტი - უსაფრთხოების ზომების დაცვას მოხმარდა: საქორწილო ცერემონიალს 2000 მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, ლონდონის ქუჩებში კი პროცესიის საყურებლად მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა.

პრინც უილიამის ძმის, პრინც ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის 2018 წლის ქორწილი უინძორში შედგა და მისმა საერთო ღირებულებამ 60 მილიონი დოლარი შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, პატარძლის Givenchy-ის კაბაზე 50 ადამიანი მუშაობდა. თუმცა, ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი - დაახლოებით 43 მილიონი დოლარი - ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოების დაცვას მოხმარდა.

2004 წელს ვანიშა მიტალისა და ამიტ ბჰატიას ქორწილი 6 დღეს გაგრძელდა, რაშიც პატარძლის მამამ, ინდოეთში ფოლადის მაგნატმა 106 მილიონი დოლარი გადაიხადა. წვეულების ლოკაციად საფრანგეთი, ვერსალის სასახლე შეირჩა. 1500 სტუმრისთვის კაილი მინოუგმა და შაჰ რუხ ხანმა იმღერეს, ეიფელის კოშკთან კი ფეიერვერკი მოეწყო.

იშა ამბანისა და ანანდ პირამალის 2018 წლის ქორწილი მუმბაიში შედგა და მისმა ბიუჯეტმა 133 მილიონი დოლარი შეადგინა, რომელიც იშა ამბანისთვის მამამ, აზიის უმდიდრესმა ბიზნესმენმა დააფინანსა. წინასწარი წვეულებები იტალიაში, კომოს ტბაზე მოეწყო, სადაც სპეციალური შოუ ბიონსემ გამართა.

1981 წელს დიანა სპენსერისა და პრინც ჩარლზის ქორწილს, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის თანახმად, მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 750-მა მილიონმა ადამიანმა უყურა. მხოლოდ პრინცესა დიანას კაბა დღევანდელი კურსით დაახლოებით 400 000 დოლარი დაჯდა და ის სამეფო ქორწილების ისტორიაში ყველაზე გრძელ კაბას წარმოადგენს. ხარჯებში ასევე შედიოდა პრინცისა და პრინცესას უსაფრთხოება და მათი საქორწილო მიღებისთვის 27 საქორწილო ტორტი. თუმცა, ლონდონში, წმინდა პავლეს ტაძარში გამართულ სამეფო ქორწილის ცერემონიას ბედნიერება არ მოჰყოლია, რადგან წყვილი 1996 წელს განქორწინდა.

მუკეშ ამბანიმ, აზიის უმდიდრესი ადამიანმა, საქორწილო ხარჯები არც ვაჟისთვის დაინანა. ანანტ ამბანისა და რადიკა მერჩანტის 2024 წლის ქორწილის ბიუჯეტი, სხვადასხვა შეფასებით, 641 მილიონიდან მილიარდ დოლარამდე მერყეობდა. წინასწარ დაგეგმილი აქტივობები ხმელთაშუა ზღვის კრუიზს მოიცავდა, სადაც რიანამ და ანდრეა ბოჩელიმ იმღერეს. მუმბაიში გამართულ საქორწინო მიღებას კი 2 000-ზე მეტი გავლენიანი სტუმარი დაესწრო.

ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი რუსმა ოლიგარქმა და "როსნეფტის" ყოფილმა მფლობელმა, მიხაილ გუცერიევმა თავისი ვაჟისთვის გამართა. საიდ გუცერიევისა და ხადიჟა უჟახოვას საქორწილო ცერემონია 2016 წელს, მოსკოვში გაიმართა და მისმა რეკორდულმა ბიუჯეტმა 1.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. პატარძლის 1-მილიონიანი კაბა ნამდვილი ალმასებით იყო გაფორმებული. წვეულებაზე კი ჯენიფერ ლოპესმა, ენრიკე იგლესიასმა და სტინგმა იმღერეს.

რეიტინგიდანაც ჩანს, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების ქორწილები საოჯახო დღესასწაულებიდან მსხვილ ეკონომიკურ მოვლენებად იქცა. ამ მრავჰალმილიონიანი პროექტებით განსაკუთრებით მოდის სახლები, იუველირები, ავიაკომპანიები, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და უსაფრთხოების ფირმები სარგებლობენ. მხოლოდ ერთმა ქორწილმა მომსახურების, ტრანსპორტირებისა და გართობის სექტორებში ათასობით ადამიანი დაასაქმა, რაც ამგვარი ღონისძიებების დიდ ეკონომიკურ გავლენაზე მიუთითებს

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ფილოსოფოსი ლევან ქარუმიძე, რომელსაც გასტრონომიის სააგენტო ჩააბარეს

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ფილოსოფოსი ლევან ქარუმიძე, რომელსაც გასტრონომიის სააგენტო ჩააბარეს

BM.GE

უკრაინამ Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა

უკრაინამ Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა

BM.GE

რა გაძვირდა/გაიაფდა ყველაზე მეტად ივლისში?

რა გაძვირდა/გაიაფდა ყველაზე მეტად ივლისში?

BM.GE

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ყაზახური ნედლი ნავთობის გადამუშავება დაიწყო - BSP

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ყაზახური ნედლი ნავთობის გადამუშავება დაიწყო - BSP

BM.GE