მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 10-ზე მეტი პროფესიული კურსი მოსწავლეებისთვის - საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
10-ზე მეტი პროფესიული კურსი მოსწავლეებისთვის - საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით

10-ზე მეტი პროფესიული კურსი მოსწავლეებისთვის - საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 15:59|bm.ge

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, მოსწავლეებს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.

10-ზე მეტ კურსი, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით - საქართველოს ბანკის ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ პროგრამირებას, ხელოვნურ ინტელექტს, დიზაინსა და სხვა თანამედროვე მიმართულებებს, რაც მათ საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და ახალი უნარების განვითარებაში დაეხმარება.

პროექტის მიზანია, მოსწავლეებს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიას, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები მათთვის საინტერესო სფეროში.

აირჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება

საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით მოსწავლეებს შეუძლიათ, სხვადასხვა პროფესიული კურსიდან შეარჩიონ სასურველი მიმართულება, მათ შორის:

პროგრამირება და ტექნოლოგიები

• პროგრამირების საფუძვლები; • ვებპროგრამირება ნულიდან; • Front-end Development; • Back-end Development; • React Native ნულიდან; • IT პროექტების მართვა.

ხელოვნური ინტელექტი

• AI აგენტები და ავტომატიზაცია; • ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი; • კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით; • AI და მეწარმეობა.

დიზაინი და კრეატიული მიმართულებები

• გრაფიკული დიზაინი; • UI/UX დიზაინი; • კრეატიული კომუნიკაცია.

რომელ აკადემიებში არის შესაძლებელი საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღება?

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის განკუთვნილ კურსებს საქართველოს ბანკის პარტნიორი აკადემიები სთავაზობენ, მათ შორის:

• IT აკადემია STEP; • სქილვილი (Skillville); • Edutech Academy; • Re:educate; • დიზაინ ინსტიტუტი; • ელექტრონული აკადემია.

კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება.

როგორ უნდა გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი?

სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება, ხოლო ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში დამატებითი ტესტირებაც იქნება გათვალისწინებული.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რათა ადამიანებს სხვადასხვა ასაკსა და ეტაპზე ჰქონდეთ ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზეითუნის ზეთში თურქულ ბრენდ Ayvalık შეუსაბამობები გამოვლინდა | სეს

ზეითუნის ზეთში თურქულ ბრენდ Ayvalık შეუსაბამობები გამოვლინდა | სეს

BM.GE

თუ ინფლაციური წნეხის აჩქარება ნოემბერ-დეკემბერშიც გაგრძელდება, მოსალოდნელი იქნება რეფინანსირების განაკვეთის ზრდა|TBC Capital

თუ ინფლაციური წნეხის აჩქარება ნოემბერ-დეკემბერშიც გაგრძელდება, მოსალოდნელი იქნება რეფინანსირების განაკვეთის ზრდა|TBC Capital

BM.GE

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა  - საქსტატი

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა  - საქსტატი

BM.GE

ბლოქსი ხეივანის გაყიდვები იწყება

ბლოქსი ხეივანის გაყიდვები იწყება

BM.GE