მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა - საქსტატი
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა - საქსტატი

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა - საქსტატი

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 16:12|bm.ge

2026 წლის III კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით ზრდამ 1.5% შეადგინა. საქსტატის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) უახლესი მონაცემებით, 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით კი დედაქალაქში უძრავი ქონება 66.2%-ით არის გაძვირებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მაჩვენებელს (+39.6%).

კერძო სახლები ბინებთან შედარებით სწრაფად ძვირდება

ანგარიშის მიხედვით, ფასების მატების ტემპი უფრო მაღალია კერძო სახლების სეგმენტში.

კერძოდ, მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, კერძო სახლები 2.7%-ით გაძვირდა, წლიურად - 7%-ით. 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით ზრდამ კი 72%-ს გადააჭარბა.

ბინების შემთხვევაში კვარტალურმა ზრდამ 1.2% შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი გაძვირება 5.6%-ია.

რაც შეეხება 2020 წლის საშუალოსთან შედარებას, თბილისში ბინები 6 წელიწადში 63.1%-ით გაძვირდა.

რა ღირს 1მ² ბინა თბილისში, უბნების მიხედვით?

2026 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში მედიანური ფასით მთაწმინდის რაიონი ლიდერობს, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულებამ 7 000 ლარს გადააჭარბა. მას მოსდევს ვაკე და კრწანისი, ათეული კი ასე გამოიყურება:

• მთაწმინდა - 7 004 ლარი • ვაკე - 6 046 ლარი • კრწანისი - 4 635 ლარი • საბურთალო - 4 444 ლარი • დიდუბე - 4 168 ლარი • ჩუღურეთი - 4 121 ლარი • ისანი - 4 032 ლარი • ნაძალადევი - 3 932 ლარი • გლდანი - 3 830 ლარი • სამგორი - 3 657 ლარი

რა ღირს 1მ² კერძო სახლი თბილისში, უბნების მიხედვით?

კერძო სახლების შემთხვევაში ყველაზე ძვირად ღირებული უბანი ვაკეა:

• ვაკე - 4 517 ლარი • მთაწმინდა - 4 430 ლარი • ჩუღურეთი - 3 637 ლარი • საბურთალო - 3 543 ლარი • დიდუბე - 3 448 ლარი • ისანი - 3 213 ლარი • გლდანი - 2 993 ლარი • კრწანისი - 2 961 ლარი • სამგორი - 2 839 ლარი • ნაძალადევი - 2 798 ლარი

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასს, მისი ჩაბარების მდგომარეობის მიხედვით, დასრულებული ბინების სეგმენტში 1 კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება ასე განაწილდა:

მწვანე კარკასი: 4 493 ლარი (გასულ კვარტალში - 4 409 ლარი);

თეთრი კარკასი: 3 752 ლარი (გასულ კვარტალში - 3 703 ლარი);

შავი კარკასი: 3 287 ლარი (გასულ კვარტალში - 3 340 ლარი).

ცნობისთვის, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) მხოლოდ თბილისის ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს მოიცავს და ეფუძნება ვებგვერდებიდან ავტომატურად შეგროვებულ შეთავაზების ფასებს, რომელთა დამუშავებაც ჰედონური მეთოდოლოგიით ხდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზეითუნის ზეთში თურქულ ბრენდ Ayvalık შეუსაბამობები გამოვლინდა | სეს

ზეითუნის ზეთში თურქულ ბრენდ Ayvalık შეუსაბამობები გამოვლინდა | სეს

BM.GE

თუ ინფლაციური წნეხის აჩქარება ნოემბერ-დეკემბერშიც გაგრძელდება, მოსალოდნელი იქნება რეფინანსირების განაკვეთის ზრდა|TBC Capital

თუ ინფლაციური წნეხის აჩქარება ნოემბერ-დეკემბერშიც გაგრძელდება, მოსალოდნელი იქნება რეფინანსირების განაკვეთის ზრდა|TBC Capital

BM.GE

10-ზე მეტი პროფესიული კურსი მოსწავლეებისთვის - საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით

10-ზე მეტი პროფესიული კურსი მოსწავლეებისთვის - საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით

BM.GE

ბლოქსი ხეივანის გაყიდვები იწყება

ბლოქსი ხეივანის გაყიდვები იწყება

BM.GE