
13 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი
13 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
10:45 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: პაატა კვიჟინაძის, ირაკლი ხელაძის, შოთა ბერეკაშვილის, ბეჟან წაქაძის, გიორგი ბარვენაშვილის, ზურაბ რურუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (375/3-XIმპ; 07.10.2026) (I მოსმენა, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: პაატა კვიჟინაძის, ირაკლი ხელაძის, ბეჟან წაქაძის, ლევან მაჭავარიანის, გიორგი ბარვენაშვილის, ზურაბ რურუას, ილია ინჯიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და კანონპროექტი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (377/3-XIმპ; 07.10.2026) (I მოსმენა, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე.
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებს (2026 წლის სექტემბერი).
11:50 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
BM.GE
წყარო: bm.ge