მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 1.4 მლნ ადგილობრივი ვიზიტორი და 11.5%-ით გაზრდილი ხარჯები - III კვარტლის შიდა ტურიზმის მაჩვენებლები
1.4 მლნ ადგილობრივი ვიზიტორი და 11.5%-ით გაზრდილი ხარჯები - III კვარტლის შიდა ტურიზმის მაჩვენებლები

1.4 მლნ ადგილობრივი ვიზიტორი და 11.5%-ით გაზრდილი ხარჯები - III კვარტლის შიდა ტურიზმის მაჩვენებლები

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 15:24|bm.ge

მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.4 მილიონით განისაზღვრა. მათ მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.8 მლნ ერთეული შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 3.5%-ით გაიზარდა, ხოლო ვიზიტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5.5%-ით აღემატება.

მესამე კვარტალში ტურისტული ვიზიტები 7%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 856 ათასი შეადგინა.

მე-3 კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (თითქმის ნახევარი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. შემდეგ მოდის დასვენება და გართობა (17%).

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისსა (საშუალოდ 394 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 349.8 ათასი ვიზიტი თვეში).

რაც შეეხება ხარჯებს, განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 445.4 მილიონი ლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11.5%-ით აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა

ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა

BM.GE

25–26 დეკემბერს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2026 გაიმართება

25–26 დეკემბერს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2026 გაიმართება

BM.GE

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

BM.GE

გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ პირველი დარგობრივი შეხვედრა ქართული ყველის წარმოების საკითხებზე გამართა

გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ პირველი დარგობრივი შეხვედრა ქართული ყველის წარმოების საკითხებზე გამართა

BM.GE