მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 25–26 დეკემბერს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2026 გაიმართება
25–26 დეკემბერს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2026 გაიმართება

25–26 დეკემბერს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2026 გაიმართება

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 15:14|bm.ge

25–26 დეკემბერს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2026 გაიმართება. წლევანდელი ღონისძიების თემაა „შერეკილები“. მისი შთაგონება რეზო გაბრიაძის იგივე სახელწოდების ნაწარმოებია, რომლის გმირებიც არ თმობენ ფრენის იდეას მაშინაც, როცა გარშემომყოფებს მისი განხორციელება შეუძლებლად მიაჩნიათ.

Spotlight-ის სპიკერები აუდიტორიას საკუთარი გამოცდილებიდან კონკრეტულ მაგალითებს გაუზიარებენ. ისინი ისაუბრებენ იმაზე, როგორ გადადგეს პირველი ნაბიჯი, რომელმა გადაწყვეტილებებმა გაამართლა და რა შეცვალეს, როცა შედეგმა მოლოდინი არ გაამართლა.

„მოხარული ვართ, Spotlight 2026-ის მხარდამჭერები ვიყოთ. წლევანდელი თემა - „შერეკილები“ ძალიან ახლოსაა ჩვენს მთავარ გზავნილთან „არ გაჩერდე“. გამორჩეული წარმატება ხშირად იმით იწყება, რომ ვიღაც გაბედავს და სცდის იმას, რაც სხვებს შეუძლებლად ეჩვენებათ. სწორედ ასეთი ადამიანები არ ჩერდებიან პირველი დაბრკოლებისას და იდეებს რეალობად აქცევენ. გვიხარია, რომ Spotlight-ის სცენაზე ისინი საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ“, - ამბობს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

25 დეკემბერს მოწვეული სტუმრებისთვის განკუთვნილი პროგრამა „კაცებისა“ და დავით გოგიჩაიშვილის სესიებით დაიწყება და თეატრალურ ფორმატში გაგრძელდება. 26 დეკემბერს მთავარი სცენა სპიკერების გამოსვლებს დაეთმობა. 26 დეკემბრის ღონისძიების ბილეთების გაყიდვა 7 დეკემბერს დაიწყება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა

ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა

BM.GE

1.4 მლნ ადგილობრივი ვიზიტორი და 11.5%-ით გაზრდილი ხარჯები - III კვარტლის შიდა ტურიზმის მაჩვენებლები

1.4 მლნ ადგილობრივი ვიზიტორი და 11.5%-ით გაზრდილი ხარჯები - III კვარტლის შიდა ტურიზმის მაჩვენებლები

BM.GE

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

BM.GE

გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ პირველი დარგობრივი შეხვედრა ქართული ყველის წარმოების საკითხებზე გამართა

გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ პირველი დარგობრივი შეხვედრა ქართული ყველის წარმოების საკითხებზე გამართა

BM.GE