ორიგინალი
"15 000-ზე მეტმა ოჯახმა მოგვმართა" - მიხეილ სარჯველაძე დევნილთა კომპენსაციის პროგრამაზე
BM.GE·23:20

"15 000-ზე მეტმა ოჯახმა მოგვმართა" - მიხეილ სარჯველაძე დევნილთა კომპენსაციის პროგრამაზე

25 ნოემბერი, 2026 · 23:20

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დევნილთა კომპენსაციის პროგრამაზე ისაუბრა.

როგორც მან გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა მოხდება გადამოწმება, რათა თავიდან იყოს არიდებული ოჯახების ხელოვნურად დაყოფის რისკები.

"მოლოდინს გადააჭარბა ინტერესმა - რაც ჩვენი გამოთვლებით იყო, ბევრად მეტი აღმოჩნდა დაინტერესებული, რომ მსგავსი პროგრამა შექმნილიყო, ეს უკავშირდება კომპენსაციის გაცემას. რაც მოლოდინი გვქონდა, მომართვიანობა იმაზე ბევრად მეტი იყო. საბოლოო ჯამში, 15 000-ზე მეტია იმ ოჯახების რაოდენობა, რომელმაც მომართვა გააკეთა.

მოგეხსენებათ, თავდაპირველადვე გამოვაცხადეთ, რომ დაკმაყოფილებას შევეცდებით იმ თანმიმდევრობით, როგორც განაცხადები შემოვიდა, მაგრამ ამას, ბუნებრივია, წინ უნდა უძღოდეს განაცხადის წარმდგენი ოჯახის გადამოწმება. თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არ ეხებოდა იმ ოჯახებს, რომელთაც უკვე აქვთ მიღებული დაკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დროში. აქ შეიძლება ოჯახების ხელოვნურად დაყოფის რისკები გაჩნდეს, რასაც, ბუნებრივია, სჭირდება შემოწმება. ეს ადმინისტრაციული პროცესია და ვფიქრობთ, რომ ახლო მომავალში დავასრულებთ და, საბედნიეროდ, მაქვს შესაძლებლობა იმის თქმისა, რომ რეალურად როგორც დავგეგმეთ, დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებიდან, მზად ვიქნებით, რომ გავცეთ კომპენსაცია", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დევნილები 10 000-ლარიან კომპენსაციებს განაცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრი

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "15 000-ზე მეტმა ოჯახმა მოგვმართა" - მიხეილ სარჯველაძე დევნილთა კომპენსაციის პროგრამაზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·01:00

იაპონიაში მომსახურების სექტორში ინფლაცია 4.2%-მდე, 36-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა

იაპონიაში მომსახურების სექტორში ინფლაცია 4.2%-მდე, 36-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა
BM.GE·00:33

Dell-ის შემოსავალი გაორმაგდა

Dell-ის შემოსავალი გაორმაგდა
BM.GE·00:16

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა
BM.GE·00:10

რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც თითქოსდა უვნებელია - გიორგი ზურაბაშვილი

რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც თითქოსდა უვნებელია - გიორგი ზურაბაშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.