მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 15 324 დარღვევა 10 თვეში - თბილისის უბნები, სადაც გაზის უსაფრთხოების წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ
15 324 დარღვევა 10 თვეში - თბილისის უბნები, სადაც გაზის უსაფრთხოების წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ

15 324 დარღვევა 10 თვეში - თბილისის უბნები, სადაც გაზის უსაფრთხოების წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 16:20|bm.ge

2026 წლის 10 თვეში „თბილისი ენერჯიმ“ დედაქალაქის მასშტაბით გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევის 15 ათასზე მეტი შემთხვევა გამოავლინა.

კერძოდ, Bm.ge-სთვის მოწოდებულ სტატისტიკაში ასახულია, რომ საანგარიშო პერიოდში კომპანიის სპეციალისტებმა სულ 274 777 აბონენტი შეამოწმეს და უსაფრთხოების წესების 15 324 დარღვევა გამოავლინეს.

სად არღვევენ წესებს ყველაზე ხშირად?

დარღვევების რაოდენობით დედაქალაქის უბნებს შორის პირველ ადგილზე ჩუღურეთი-ნაძალადევის რაიონია, ყველაზე ნაკლები დარღვევა კი ვაკე-წყნეთის ტერიტორიაზე აღირიცხა:

• ჩუღურეთი – ნაძალადევი: 3 255 დარღვევა • სამგორი – ვარკეთილი: 2 781 დარღვევა • გლდანი – სანზონა: 2 140 დარღვევა • ისანი – ვაზისუბანი: 1 895 დარღვევა • მთაწმინდა – კრწანისი: 1 589 დარღვევა • საბურთალო – ნუცუბიძე: 1 385 დარღვევა • დიდუბე – დიღომი: 1 220 დარღვევა • ვაკე – წყნეთი: 1 059 დარღვევა

გაზის დანადგარების არასწორ მონტაჟსა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას მძიმე შედეგები მოჰყვა:

• ბუნებრივი აირის არასწორად მოხმარების შედეგად მხუთავი აირით (CO-თი) ინტოქსიკაცია 32-მა ადამიანმა მიიღო; • აფეთქებისა და CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, არ გამოიყენოს თვითნებურად დამონტაჟებული ან კუსტარული გამათბობლები/წყალგამაცხელებლები და კომპანიის სპეციალისტებს საცხოვრებელ ფართებში უსაფრთხოების სისტემატური შემოწმების საშუალება მისცეს.

გაზის სუნის ან გაჟონვის შემჩნევისას, ასევე სხვა საავარიო შემთხვევებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 114. ზარის განხორციელება და მომსახურება სრულიად უფასოა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • „ბინა იყო დაკეტილი“ — „თბილისი ენერჯი“ ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმებაზე საუბრობსფორმულა
  • კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანირუსთავი 2
  • „ასეთი საცობები მსოფლიოში არსად მინახავს“ - ილია თოფურია თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზეტვ პირველი
  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
თბილისში →თვეში →

მსგავსი სტატიები

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

BM.GE

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქების საქმეს სწავლობს

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქების საქმეს სწავლობს

BM.GE