მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენ - Netgazeti
ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენ - Netgazeti

ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენ - Netgazeti

ნეტგაზეთი12 ნოემბერი, 2026, 13:21|netgazeti.ge

10–11 ნოემბერს ჟენევაში გაიმართა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების 68-ე რაუნდი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, დე ფაქტო აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციები. დისკუსიებს ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობდნენ.

ორივე დე ფაქტო ხელისუფლებამ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებებში მთავარ საკითხად დაასახელა საქართველოსთან ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცხინვალის დელეგაციამ მხარი დაუჭირა ძალის არგამოყენების შესახებ პოლიტიკური დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობის გაგრძელებას. უწყების მტკიცებით, საბოლოოდ ეს “საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის არგამოყენების ან მისი გამოყენების მუქარის აკრძალვის შესახებ სრულფასოვანი, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებისკენ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს”.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების შეფასებით, სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარება, საერთო ჯამში, შედარებით მშვიდია. ამასთან, დელეგაციამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაიცვან ნეიტრალიტეტისა და ობიექტურობის პრინციპები.

ცხინვალის განცხადებით, ქართული მხარე ხელს უშლის სამი ოსი მოქალაქის – ს. პლიევის, ა. ხაჩიროვისა და ა. ხუგაევის- იძულებით გაუჩინარების საქმეების გამოძიებაში პროგრესს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმის დელეგაციამ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობასთან ერთად გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის აღდგენის საკითხიც წამოჭრა.

უწყების ცნობით, აფხაზურმა მხარემ მექანიზმის სრულფასოვანი მუშაობის აღსადგენად დამატებითი წინადადებები წარადგინა, რათა არსებული უთანხმოებების დაძლევისა და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მოძებნის შესაძლებლობა შეიქმნას.

სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ დისკუსიებზე ასევე დააყენა აფხაზი სპორტსმენებისთვის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის ხელშეშლის საკითხი. მისი მტკიცებით, ქართული მხარე ზეწოლას ახდენდა ორგანიზატორებზე, რათა აფხაზ სპორტსმენებს ვერ მიეღოთ თურქეთში მხატვრულ ტანვარჯიშში გამართულ ტურნირსა და ესპანეთში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა.

გარდა ამისა, აფხაზურმა დელეგაციამ კვლავ ისაუბრა თურქეთში ადნანის მენდერესის უნივერსიტეტის დოცენტ ელჩინ აძინბას მიმართ მუქარისა და ზეწოლის შემთხვევებზე. აძინბამ ჟენევაში, გაეროს უმცირესობათა საკითხების ფორუმზე აფხაზეთის მცხოვრებთა საერთაშორისო იზოლაციის პრობლემა წამოჭრა.

სოხუმის განცხადებით, დაუშვებელია ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სპორტული ურთიერთობების პოლიტიზება.

ჟენევის დისკუსიების მომდევნო, 69-ე რაუნდის გამართვა 2027 წლის მარტში იგეგმება.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 172 სტატია.

  • 19-20 ნოემბერს თბილისში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია გაიმართებაBM.GE
  • თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვესფორმულა
  • 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენსრუსთავი 2
  • პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - თბილისში სამი პირი დააკავესტვ პირველი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი მიტროპოლიტ იობს გამოექომაგა

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი მიტროპოლიტ იობს გამოექომაგა

ნეტგაზეთი