მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 15-წლიანი პაუზის შემდეგ, სირიაში Visa და Mastercard-ის სისტემები ამოქმედდა
15-წლიანი პაუზის შემდეგ, სირიაში Visa და Mastercard-ის სისტემები ამოქმედდა

15-წლიანი პაუზის შემდეგ, სირიაში Visa და Mastercard-ის სისტემები ამოქმედდა

BM.GE11 მაისი, 2026, 22:53|bm.ge

სირია გლობალურ საგადასახადო სისტემებს დაუბრუნდა - საერთაშორისო ქსელების მეშვეობით ელექტრონული გადახდების პირველი სატესტო ოპერაცია დამასკოში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა.

აღნიშნული პროცესი აშშ-ის სანქციების გაუქმებით და სირიის ცენტრალური ბანკის ოფიციალური გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი. მარეგულირებელმა ადგილობრივ ბანკებსა და ელექტრონული გადახდების კომპანიებს უფლება მისცა, ისეთ გლობალურ გიგანტებთან ითანამშრომლონ, როგორებიც Visa და Mastercard-ია. შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნით, ცენტრალურმა ბანკმა ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს გზა გაუხსნა, საერთაშორისო საგადასახადო ოპერაციები საკუთარ სისტემებში დანერგონ.

სირიის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრის, აბდულსალამ ჰაიკალის განცხადებით, ეს ნაბიჯი ქვეყნის ციფრული ფინანსური ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.

როგორც ირკვევა, გლობალური სერვისების პარალელურად, სამინისტრომ Paymera-ს პლატფორმაც აამოქმედა, რომელიც საერთაშორისო ბარათების სისტემებთან დაკავშირებული პირველი ადგილობრივი საგადასახადო ქსელია.

საყურადღებოა, რომ დასახელებული სერვისების აღდგენა ქვეყნისთვის ხანგრძლივი ფინანსური იზოლაციის დასასრულს ნიშნავს. სირია გლობალურ ფინანსურ სისტემას 2011-2012 წლებში დაწესებული მკაცრი საერთაშორისო სანქციების შედეგად გამოეთიშა. აღნიშნული ზომების გამო, გლობალურმა საბანკო ქსელებმა მომსახურება შეაჩერეს, რაც ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ ახლახან განახლდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE