მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ
ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 20:03|bm.ge

ახალქალაქსა და დმანისში, კარტოფილი ფრის, პოლიეთილენის პროდუქციისა და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანის დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა.

მთავრობის 2 489-ე განკარგულებით, ამ სტატუსით დმანისში რეგისტრირებული შპს „ახის ბეტონი“, ახალქალაქში რეგისტრირებული შპს ბადუ ფროდაქშენი და შპს ჯავახაგრო ფუდსი ისარგებლებენ.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, „ახის ბეტონი“, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაში 2023 წელს დარეგისტრირდა და ის ბეტონის წარმოებით არის დაკავებული. მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ოთარ ხორბალაძეა.

კომპანია „ბადუ ფროდაქშენი“ პოლიეთილენის პროდუქციას აწარმოებს და ის 2025 წელს დარეგისტრირდა. მისი მფლობელი დურმიშხან ყავრელიშვილია.

კომპანია „ჯავახაგრო ფუდსი“ კარტოფილი ფრის წარმოებითა და გაყიდვითაა დაკავებული. ის 2025 წლის ივნისში დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე დავიდ ადამიანია.

ამასთან, მთავრობის კიდევ ერთი 2 490-ე განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი შეუწყდა კომპანია „ჯეო ლს 7“-ს. შპს 2017 წელს გორის რაიონის სოფელ ბიისშია რეგისტრირებული და მის 100%-იან წილს საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვლადიმერ სვანიშვილი ფლობს.

ცნობისთვის, მაღალმთიანი დასახლების საწარმო არის საწარმო (ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირი), რომელიც საქმიანობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში და აქვს მინიჭებული მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. ამ სტატუსის მქონე პირი 10 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება, რაც პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებულ შემოსავალზე ვრცელდება.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერება სუბიექტის განაცხადის საფუძველზე ხდება, ხოლო სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია როგორც სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, ასევე შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით. ნებისმიერ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური სტატუსის ცვლილებისთვის მიმართავს მთავრობას, რომელიც ამტკიცებს სტატუსის მინიჭებას, შეჩერებასა თუ შეწყვეტას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE