მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "150 ადამიანი, რომელიც კერავდა, სახლში სხედან და მელოდებიან" - ლაურა ღაჭავას სამკერვალო 4 თვეა დაიხურა|მიზეზები
"150 ადამიანი, რომელიც კერავდა, სახლში სხედან და მელოდებიან" - ლაურა ღაჭავას სამკერვალო 4 თვეა დაიხურა|მიზეზები

"150 ადამიანი, რომელიც კერავდა, სახლში სხედან და მელოდებიან" - ლაურა ღაჭავას სამკერვალო 4 თვეა დაიხურა|მიზეზები

BM.GE2 ივნისი, 2026, 00:05|bm.ge

ბიზნესმენის, ლაურა ღაჭავას სამკერვალო ფაბრიკა უკვე 4 თვეა არ ფუნქციონირებს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან განაცხადა. მისი თქმით, საწარმოს გაჩერება სექტორში არსებული გაუარესებული ვითარებით იყო განპირობებული.

ობიექტი, რომელშიც დაახლოებით 10 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა და რომელიც 2011 წლიდან ფუნქციონირებდა, ისეთი საერთაშორისო ბრენდებისთვის აწარმოებდა პროდუქციას, როგორიცაა MONCLER, DAINESE, SEVENITY, FACIB და სხვა.

მისივე თქმით, საწარმოში დასაქმებული დაახლოებით 150 ადამიანი ამჟამად იძულებით შვებულებაში იმყოფება : "კი არ გამოსწორდა სიტუაცია - ჩვენ გავჩერდით და დახურული ვართ. ეს 150 ადამიანი, რომელიც კერავდა, სახლში სხედან და მელოდებიან. სამწუხაროდ, ევროპიდანაც აღარ მოდის შეკვეთები და აქ მით უმეტეს არ არის. ჩვენ მასიურად ვკერავთ და არა ინდივიდუალურად. ძალიან რთულია 150 ადამიანის შენარჩუნება მაშინ, როცა ხელფასის გადახდის შესაძლებლობა არ გაქვს, ამიტომ გაშვებული მყავს შვებულებაში", - განაცხადა ღაჭავამ.

მისი თქმით, კომპანია ამ ეტაპზე ევროპულ ბაზრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შესაძლოა კონტრაქტები სხვა ქვეყნებში გააფორმოს, თუმცა კონკრეტული შეთანხმებები ჯერ მიღწეული არ არის : “ვემზადები, შეიძლება სხვა ქვეყანაში დავდო კონტრაქტი. რამდენიმე მიმართულებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მაგრამ ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ, რომ კონკრეტულად ვისაუბროთ”, - აღნიშნა მან.

ღაჭავა ამბობს, რომ საწარმო წლების განმავლობაში მაღალი კლასის ბრენდებთან თანამშრომლობდა და საწყის ეტაპზე წარმატებით ვითარდებოდა.

"თავიდან ძალიან მაგრად დავიწყეთ და მერე უკვე რომ შევყევით, შევყევით, უკვე მაღალ ბრენდებზე გავედით, მაგრამ მერე ბოლომდე მაინც არ გაგვივიდა, გამაჩერეს. არ მინდა ახლა გვარი დავასახელო, თორემ მე ვიცი ვინც გამაჩერა", - აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე შეფასებით, ევროპული ბაზარი დღეს მნიშვნელოვნად შემცირებული აქტივობით მუშაობს, რის გამოც შეკვეთები აზიის, განსაკუთრებით კი ჩინეთის მიმართულებით გადაინაცვლა.

„ევროპელმა პარტნიორებმა თვითონ ამიხსნეს, რომ გაყიდვები ძალიან შეუფერხდათ და ამიტომ დროებით შეკვეთებს აჩერებენ. პრაქტიკულად, ყველაფერი ჩინეთზე გადავიდა. მსგავსი პრობლემები მარტო ჩვენ არ გვაქვს“, - ამბობს ღაჭავა. მისი თქმით, ფაბრიკის ხელახლა ამუშავების გეგმა კვლავ არსებობს, თუმცა კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორია უმსხვილესი იაპონური კომპანიების რეიტინგი?

როგორია უმსხვილესი იაპონური კომპანიების რეიტინგი?

BM.GE

წელს, რაჭაში სეზონი დაახლოებით ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო - "კესანე არ დამივიწყო"

წელს, რაჭაში სეზონი დაახლოებით ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო - "კესანე არ დამივიწყო"

BM.GE

ტრამპთან დაკავშირებული სტარტაპი სამხედრო ჰუმანოიდი რობოტების შექმნას გეგმავს

ტრამპთან დაკავშირებული სტარტაპი სამხედრო ჰუმანოიდი რობოტების შექმნას გეგმავს

BM.GE

NASA მთვარეზე მუდმივმოქმედ ბაზას ააშენებს - მთავარი პარტნიორი ბეზოსის Blue Origin-ი იქნება

NASA მთვარეზე მუდმივმოქმედ ბაზას ააშენებს - მთავარი პარტნიორი ბეზოსის Blue Origin-ი იქნება

BM.GE