მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა
17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE31 ივლისი, 2026, 20:14|bm.ge

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალურ ქსელში განათავსეს ყალბი განცხადება შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ ცენტრიდან „Mazda“-ს მარკის ავტომანქანების შეღავათიან ფასად გაყიდვის შესახებ. დაინტერესებულ მოქალაქეს ბრალდებულებმა ცენტრის ღია ავტოსადგომზე განთავსებული ავტომანქანები აჩვენეს და 17 ავტომანქანის შეძენა, თითოეულის 30 500 აშშ დოლარად შესთავაზეს. ასევე გადაუგზავნეს ხუთი ყალბი ინვოისი, რომლებზეც შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ ყალბი რეკვიზიტები, ბეჭედი, ავტომანქანების საიდენტიფიკაციო (VIN) კოდები იყო დატანილი და დაზარალებული დაარწმუნეს, რომ ავტომანქანების შესასყიდად თანხა ჯგუფის წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა.

დაზარალებულმა ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე ეტაპობრივად, ჯამში 450 900 აშშ დოლარი ჩარიცხა, რომელსაც ბრალდებულები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

BM.GE

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

BM.GE

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

BM.GE

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

BM.GE