მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 17-20 წლის ახალგაზრდებზე პირველადი მართვის მოწმობების 46.8% მოდის - შსს-ს სტატისტიკა
17-20 წლის ახალგაზრდებზე პირველადი მართვის მოწმობების 46.8% მოდის - შსს-ს სტატისტიკა

17-20 წლის ახალგაზრდებზე პირველადი მართვის მოწმობების 46.8% მოდის - შსს-ს სტატისტიკა

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 18:10|bm.ge

2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) საქართველოში პირველადი მართვის მოწმობა 16 839-მა პირმა აიღო. მათ შორის ყველაზე დიდი წილი 17-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე მოდის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ ასაკობრივ ჯგუფში მართვის მოწმობა სულ 7 879-მა მოქალაქემ მიიღო, რაც საანგარიშო პერიოდში გაცემული მოწმობების საერთო რაოდენობის 46.8%-ია.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე აქტიურები 17 წლის მოქალაქეები იყვნენ. კერძოდ, მესამე კვარტალში პირველადი მართვის მოწმობა 3 265-მა 17 წლის პირმა აიღო, რაც საერთო რაოდენობის 19.4%-ია. შემდეგ მოდიან:

• 18 წლის მოქალაქეები - 1 823 პირი (10.8%); • 19 წლის მოქალაქეები - 1 541 პირი (9.2%); • 20 წლის მოქალაქეები - 1 250 პირი (7.4%).

ამასთან, მართვის მოწმობა 45-მა 16 წლის არასრულწლოვანმაც მიიღო.

გენდერული გადანაწილების მიხედვით, ახალბედა მძღოლებს შორის კაცები ჭარბობენ. მესამე კვარტალში პირველადი მართვის მოწმობა 9 877 კაცზე (58.7%) და 6 633 ქალზე (39.4%) გაიცა. 329 შემთხვევაში კი სტატისტიკაში გენდერული მონაცემი მითითებული არ არის.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი პირველადი მართვის მოწმობა თბილისში გაიცა - 4 805, რაც საერთო რაოდენობის 28.5%-ია. მეორე ადგილზე იმერეთია 2 487 მოწმობით (14.8%), მესამეზე კი ქვემო ქართლი - 1 995 მოწმობით (11.8%).

რეგიონების მიხედვით მონაცემები ასე ნაწილდება:

• აჭარა - 1 894 (11.2%); • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 593 (9.5%); • კახეთი - 1 261 (7.5%); • შიდა ქართლი - 1 171 (7%); • სამცხე-ჯავახეთი - 702 (4.2%); • გურია - 453 (2.7%); • მცხეთა-მთიანეთი - 363 (2.2%); • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 110 (0.7%); • აფხაზეთი - 5.

მოქალაქეობის მიხედვით, პირველადი მართვის მოწმობის მიმღებთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. კერძოდ, მოწმობა საქართველოს 16 193 მოქალაქეზე (96.2%) გაიცა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და პირებზე, რომელთა მოქალაქეობაც მითითებული არ არის, ჯამში 646 მოწმობა (3.8%) მოდის.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის ყველაზე მეტი მართვის მოწმობა რუსეთის მოქალაქეებზე გაიცა - 177. შემდეგ მოდიან ბელარუსის (35), უკრაინის (30), აზერბაიჯანის (15) და თურქეთის (7) მოქალაქეები. ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეებზე კი თითოეულზე 6-6 პირველადი მართვის მოწმობა გაიცა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ისწავლე 20-ზე მეტ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით

ისწავლე 20-ზე მეტ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით

BM.GE

SOCAR-მა და Kazmunaygas-მა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების ზრდა განიხილეს

SOCAR-მა და Kazmunaygas-მა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების ზრდა განიხილეს

BM.GE

ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე შესყიდვის სპეციალური წესი ფართოვდება

ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე შესყიდვის სპეციალური წესი ფართოვდება

BM.GE