მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 20-მდე ქართული კომპანია ლონდონის საერთაშორისო გამოფენა World Travel Market-ში მიიღებს მონაწილეობას
20-მდე ქართული კომპანია ლონდონის საერთაშორისო გამოფენა World Travel Market-ში მიიღებს მონაწილეობას

20-მდე ქართული კომპანია ლონდონის საერთაშორისო გამოფენა World Travel Market-ში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE2 ნოემბერი, 2026, 14:11|bm.ge

საქართველო 3-5 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში World Travel Market (WTM) London-ში მიიღებს მონაწილეობას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე GNTA-ის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, 20-მდე ქართული ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიან შეხვედრებს გამართავენ.

"საქართველოს ეროვნულ სტენდთან ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნონ.

გამოფენის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო მედიაკომპანიების, დაჯავშნისა და მოგზაურობის გლობალურ პლატფორმების, მარკეტინგული სააგენტოების, ავიაციისა და ტექნოლოგიების სფეროს, გასართობი და კინოინდუსტრიის კორპორაციების წარმომადგენლებთან", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ დიდი ბრიტანეთიდან მოგზაურთა ინტერესი დინამიკურად იზრდება და 2026 წლის III კვარტალის მონაცემებს გამოყოფენ. რომლის მიხედვითაც ივლის-სექტემბერში გაერთიანებული სამეფოდან ვიზიტების რაოდენობა +18.2%-ითაა გაზრდილი.

ოფიციალური სტატისტიკით მიმდინარე წლის 9 თვეში გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 41 032 ვიზიტი შესრულდა, რაც წლიურად 19.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2025 წელს კი ჯამში ვიზიტების რიცხვი 29.1%-ით 45 018 გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის მაისიდან გაერთიანებული სამეფოდან ლონდონი-თბილისის პირდაპირი ფრენების შესრულება British Airways-მა დაიწყო. თუმცა ამ მიმართულებიდან ტურისტული ნაკადები გასულ წლებშიც სტაბილურად იზრდებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით

BM.GE

დღეიდან ბაქო-თბილისის მიმართულებით რეისების რაოდენობა 46%-ით იზრდება, ფასები კი მცირდება - განრიგი და ტარიფები

დღეიდან ბაქო-თბილისის მიმართულებით რეისების რაოდენობა 46%-ით იზრდება, ფასები კი მცირდება - განრიგი და ტარიფები

BM.GE

ქართული კერძების "გაფასტფუდების" კონცეფცია - Food Balls Georgia-ს ინვესტიციამ 900 000 დოლარს მიაღწია

ქართული კერძების "გაფასტფუდების" კონცეფცია - Food Balls Georgia-ს ინვესტიციამ 900 000 დოლარს მიაღწია

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE