მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეიდან ბაქო-თბილისის მიმართულებით რეისების რაოდენობა 46%-ით იზრდება, ფასები კი მცირდება - განრიგი და ტარიფები
დღეიდან ბაქო-თბილისის მიმართულებით რეისების რაოდენობა 46%-ით იზრდება, ფასები კი მცირდება - განრიგი და ტარიფები

დღეიდან ბაქო-თბილისის მიმართულებით რეისების რაოდენობა 46%-ით იზრდება, ფასები კი მცირდება - განრიგი და ტარიფები

BM.GE2 ნოემბერი, 2026, 14:00|bm.ge

დღეიდან, 2 ნოემბრიდან, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ყოველდღიურად 4 სარკინიგზო რეისი შესრულდება. აზერბაიჯანის რკინიგზის (ADY) ცნობით, დამატებითი რეისების დანიშვნის შედეგად მგზავრთა ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე, დაახლოებით 46%-ით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ღირებულება 55 ლარიდან დაიწყება.

ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დამატებითი რეისების ამოქმედება მგზავრებს უფრო დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის შესაძლებლობას მისცემს. კერძოდ, დამატებით რეისებზე სტანდარტული კლასის ბილეთების ფასი (ყოფილი პლაცკარტი) 36 აზერბაიჯანული მანათიდან (დაახლოებით 55 ლარი) დაიწყება. ADY-ის განმარტებით, ახალი შეთავაზებით მგზავრობა დაახლოებით 30%-ით იაფი იქნება.

ერთი მიმართულებით მგზავრობის მინიმალური საფასური სადგურების მიხედვით ასეთია:

• ბაქო-თბილისი – 82.5 ლარი (54 მანათი); • ევლახი-თბილისი – 67.2 ლარი (44 მანათი); • განჯა-თბილისი – 62.6 ლარი (41 მანათი); • აღსტაფა-თბილისი – 58 ლარი (38 მანათი); • ბოიუკ-კასიკი-თბილისი – 55 ლარი (36 მანათი).

შედარებისთვის, ამჟამად „Stadler“-ის ვაგონებით ბაქოდან თბილისამდე კომფორტკლასით მგზავრობის მინიმალური საფასური 118.3 ლარია (77.50 მანათი), განჯიდან კი – 86.7 ლარი (56.80 მანათი).

დამატებითი რეისების ამოქმედებით მგზავრებს ღამის მგზავრობასთან ერთად დღისით მგზავრობის შესაძლებლობაც ექნებათ:

• მოქმედი განრიგი (ღამის რეისი): მატარებელი ბაქოდან 23:10 საათზე გავა და თბილისში მომდევნო დღეს, 08:41 საათზე ჩავა. თბილისიდან მატარებელი 11:00 საათზე დაიძრება და ბაქოს სარკინიგზო სადგურში 20:26 საათზე ჩავა. • ახალი განრიგი (დღის რეისი): მატარებელი ბაქოდან ყოველდღიურად 09:10 საათზე გავა და საქართველოს დედაქალაქში 19:11 საათზე ჩავა. საპირისპირო მიმართულებით მატარებელი თბილისიდან 22:00 საათზე დაიძრება და ბაქოში მომდევნო დღეს, 07:57 საათზე ჩავა.

ADY-ის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნა მხარეებს შორის ხანგრძლივი ერთობლივი მოსამზადებელი, ტექნიკური და ორგანიზაციული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • განსაკუთრებული სამზადისი თბილისის ახალ ზოოპარკში - ნიამორების ისტორიულ არეალში დაბრუნების უნიკალური პროცესი "კურიერი P.S."-ის ობიექტივშირუსთავი 2
  • თბილისში, კუკური გოგიაშვილის ქუჩაზე, მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებსტვ პირველი
  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისის →

მსგავსი სტატიები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით

BM.GE

20-მდე ქართული კომპანია ლონდონის საერთაშორისო გამოფენა World Travel Market-ში მიიღებს მონაწილეობას

20-მდე ქართული კომპანია ლონდონის საერთაშორისო გამოფენა World Travel Market-ში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE

ქართული კერძების "გაფასტფუდების" კონცეფცია - Food Balls Georgia-ს ინვესტიციამ 900 000 დოლარს მიაღწია

ქართული კერძების "გაფასტფუდების" კონცეფცია - Food Balls Georgia-ს ინვესტიციამ 900 000 დოლარს მიაღწია

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE