მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 20 ოქტომბრიდან ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
20 ოქტომბრიდან ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

20 ოქტომბრიდან ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 20:09|bm.ge

20 ოქტომბრიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამინდი უარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის ჩრდილო მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე - ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე, იორსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა

სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

პუტინმა რუსეთის მთავრობაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაამტკიცა

პუტინმა რუსეთის მთავრობაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაამტკიცა

BM.GE

საფრანგეთში საპროტესტო აქციებისას 2,400-მდე პირი დააკავეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციებისას 2,400-მდე პირი დააკავეს

BM.GE