მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2020-2025 წლებში აუდიტის სამსახურმა 3 200-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა - როგორია შესრულება?
2020-2025 წლებში აუდიტის სამსახურმა 3 200-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა - როგორია შესრულება?

2020-2025 წლებში აუდიტის სამსახურმა 3 200-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა - როგორია შესრულება?

BM.GE25 ივნისი, 2026, 21:31|bm.ge

2020-2025 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 3,200-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა, საიდანაც სრულად 49%-ია შესრულებული. ამის შესახებ სამსახურის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ნაწილობრივ შესრულებულია რეკომენდაციების − 30%. რეკომენდაციების 11% − მიმდინარეა და ორგანიზაციების მიერ მათი საბოლოო შესრულებისთვის დაგეგმილი თარიღი ჯერ არ დამდგარა, ხოლო 10% − შეუსრულებელია.

შესრულების დადებითი ტენდენცია შეინიშნება ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 47%-დან 61%-მდე გაიზარდა. სამსახურის თანახმად, ამას ხელი შეუწყო პარლამენტთან მჭიდრო კოორდინაციამ და ანგარიშების აუდიტის ჯგუფის ფორმატში ინტენსიურმა განხილვამ.

ამასთან, გამოწვევად რჩება მუნიციპალიტეტებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, სადაც მხოლოდ 36%-ია შესრულებული, ნაწილობრივ შესრულებულია - 43%, მიმდინარეა - 6%, ხოლო შეუსრულებელია - 15%.

შესრულებული ნაწილობრივ შესრულებული მიმდინარე შეუსრულებელი ჯამურად 49% 30% 11% 10% ცენტრალური 61% 15% 19% 5% მუნიციპალიტეტები 36% 43% 6% 15% აჭარის ა.რ. 65% 24% 10% 0% აფხაზეთი ა.რ. 97% 2% 1% 0%

შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ფინანსური აუდიტების ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებს - 61%, ხოლო ყველაზე დაბალი ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციებს - 30%, რაც განპირობებულია ეფექტიანობის აუდიტების შინაარსიდან გამომდინარე რეკომენდაციების შესრულების მეტი სირთულითა და პროცესის ხანგრძლივობით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების შესასრულებლად ახალი კანონმდებლობა მიიღო

ევროკავშირმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების შესასრულებლად ახალი კანონმდებლობა მიიღო

BM.GE

გერმანიაში, სადაც ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

გერმანიაში, სადაც ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

BM.GE

"2032 წლამდე ინფრასტრუქტურაში $7 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება, ამ გეგმის ფლაგმანი პროექტი ანაკლიის ნავსადგურია“ - ქვრივიშვილი

"2032 წლამდე ინფრასტრუქტურაში $7 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება, ამ გეგმის ფლაგმანი პროექტი ანაკლიის ნავსადგურია“ - ქვრივიშვილი

BM.GE

„მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა, გვალვები“ - რა იწვევს ექსტრემალურ სიცხეს და როგორ უნდა მოვიქცეთ?

„მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა, გვალვები“ - რა იწვევს ექსტრემალურ სიცხეს და როგორ უნდა მოვიქცეთ?

BM.GE