მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2022 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის მოძალადე პოლიციელები რატომ არ დააკავეს 2026 წლამდე?|მდინარაძის კომენტარი
2022 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის მოძალადე პოლიციელები რატომ არ დააკავეს 2026 წლამდე?|მდინარაძის კომენტარი

2022 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის მოძალადე პოლიციელები რატომ არ დააკავეს 2026 წლამდე?|მდინარაძის კომენტარი

BM.GE13 ივნისი, 2026, 21:34|bm.ge

"2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ ისაუბრა "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც პოლიციელების ძალადობაა ასახული. მისი თქმით, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება და მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 2026 წლის 23 თებერვალსვე დააკავეს.

„ამ მართლაც საშინელ ფაქტზე საქმის კურსში ვიყავი დეტალურად, იმიტომ, რომ ჩვენს სამსახურსაც ჰქონდა ეს ინფორმაცია. მიმდინარე წლის თებერვალში, პრაქტიკულად 4 დღის განმავლობაში სამართალდამცავმა სისტემამ მოახერხა, ძალიან მცირე ინფორმაციიდან გასულიყო ბოლომდე და 3-4 დღის განმავლობაში შედეგი დადებულიყო, დაკავებული ყოფილიყვნენ მოძალადე პოლიციელები. 19 თუ 20 თებერვალს, გენერალურმა ინსპექციამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღეს ინფორმაცია, რომ 4 წლით ადრე ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ, საზარელ ფაქტს და ამის შესახებ არცერთი შეტყობინება, არცერთი ინფორმაცია არ იყო არსად. 2022 წელს, როცა ეს დანაშაული მოხდა, შეტყობინება არ იყო დაფიქსირებული არსად, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და 4 წლის განმავლობაში ეს იყო მიჩქმალული ფაქტი. ამიტომ, რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, არავისთვის ეს ცნობილი არ იყო. იმის გამო, რომ გადაღებული კადრები 1-2 ადამიანთან მოხვდა, ისევ თავის წრეში დაატრიალეს, ამის შესახებ მიღებული იყო ინფორმაცია და ამაზე იყო მყისიერი რეაგირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, საქმე რომ არ გახსნილიყო, ვერც ამ კადრებს ნახავდა ვერავინ.

„კადრები აქამდეც ჰქონდათ, არ ვიცი დღეს და გუშინ რას ელოდებოდნენ, რას დაამთხვიეს და რა მიზნები აქვთ. წლების განმავლობაში ბევრჯერ ვნახეთ, რომ წმინდა პიარული მიზნები აქვთ და არანაირი ემპათია ვიღაცის მიმართ მათ არ ამოძრავებთ. რეალურად, გახსნილ საქმეზე, რომელიც 4 წლის მერე გაიხსნა, არავინ რომ არ იცოდა და რომ არ გახსნილიყო, ვერც ამ კადრებს ვერ ნახავდა ვერავინ. ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ“, - ამბობს მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალაც შეიძლება დანაშაული მოხდეს, თუმცა პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს.

„ერთი რამ შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ - ხვალაც შეიძლება დანაშაული მოხდეს, 45 ათას ადამიანში ვიღაცამ შეიძლება შეარცხვინოს კვლავ პოლიციელის მუნდირი, ამის გარანტიას ვერავინ მისცემს ვერავის, ვერც მე მივცემ მოსახლეობას გარანტიას, რომ ხვალ პოლიციელი რაღაც დანაშაულს არ ჩაიდენს, 45 ათასი ადამიანიდან რომელიმე, მაგრამ გარანტიას მივცემთ იმისას, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება ვერცერთი. როდესაც მე ამ თანამდებობაზე გადავდიოდი, ახლა სადაც ვარ, მაშინ ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, რაზეც იყო ლაპარაკი, რომ პოლიციელები არ დასჯილან აქციების დროს, პირობა დავდე და რამდენიმე კვირაში მაქსიმუმ, თუ რამდენიმე დღეში არა, ეს პირობა შესრულდა. ვისზეც კი შესაძლებელი იყო, რომ მტკიცებულება მოგროვებულიყო ელემენტარული, ყველაზე მოგროვდა და ეს მუშაობა გრძელდება, არ დაგვისრულებია. ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომელიც პოლიციელის დისკრედიტაციას შეეცდება, ერთი მხრივ პოლიციელის მუნდირის, ღირსების, გმირი ხალხის შეურაცხყოფას არავის არ გავუტარებთ და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას. გუშინ ვნახეთ, რომ ცნობილი იყო მათთვის ჯერ თებერვალში, მერე პროკურატურის პიარსამსახურიდან, იცოდნენ, რომ დაკავებული იყვნენ ადამიანები და ანონსში ეს შეგნებულად არ ჩასვეს. მეორე მხრივ, პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას და ასეთ მავნე ქმედებებს, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ და ვაპატიებთ. ეს არის სწორი მიდგომა. მე მიკვირს იმ ხალხის, რომელიც საერთოდ არაფერს ამბობს იმაზე, რომ მაგალითად დანიის ფაქტი იყო, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ფაქტები, იქ რომ სცემენ ქუჩაში, კამერების წინ რომ ამას აკეთებენ, დღემდე ერთი ადამიანი არ არის ამ ფაქტებზე დასჯილი. ის არავის აწუხებს. იმაზე არავინ საუბრობს, იქ „დემოკრატიულად“ სცემენ, როგორც ჩანს, ჩვენთან დასჯილია ადამიანი, ფაქტია სახეზე, გახსნილია 4 წლის შემდეგ საქმე და ცდილობენ, რომ დაატრიალონ და სისტემურად წარმოაჩინონ ეს ამბავი. ვერც სისტემურობა იქნება, ვერც ძალადობა იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ პრევენციას ყოველთვის მოვახდენთ. რაღაცებს ვერ ვახერხებდით წლების განმავლობაში ისე, როგორც ეს დღეს შეგვიძლია. ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საკითხს 12 ივნისს გამოეხმაურა შსს-ც. უწყებამ დაადასტურა, რომ 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა ჩაიდინეს გავრცელებულ კადრებში ასახული დანაშაული.

"აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად",- აღნიშნავენ შსს-ში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Life Biosciences-მა ადამიანის გამაახალგაზრდავებელი ინექციების ტესტირება დაიწყო

Life Biosciences-მა ადამიანის გამაახალგაზრდავებელი ინექციების ტესტირება დაიწყო

BM.GE

"მოთხოვნა იზრდება, დატვირთვა საშუალოდ 50%-ს აღწევს" - პიცერია Napoli

"მოთხოვნა იზრდება, დატვირთვა საშუალოდ 50%-ს აღწევს" - პიცერია Napoli

BM.GE

Microsoft-ი და მაიოს კლინიკა ჯანდაცვისთვის ახალ AI-ს წარადგენენ

Microsoft-ი და მაიოს კლინიკა ჯანდაცვისთვის ახალ AI-ს წარადგენენ

BM.GE

ევროპული ქალაქებს, რომლებიც გასაქირავებელ ელექტროსკუტერებს კრძალავენ ბრიუსელიც უერთდება

ევროპული ქალაქებს, რომლებიც გასაქირავებელ ელექტროსკუტერებს კრძალავენ ბრიუსელიც უერთდება

BM.GE