მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა
ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE31 ივლისი, 2026, 04:07|bm.ge

Clarksons Research-ის მონაცემებით, ივლისს ბოლო კვირაში ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების დღიურმა ტრანზიტმა საშუალოდ 31 ერთეული შეადგინა, რაც მეორე კვარტალის საშუალო მაჩვენებელზე 50%-ით ნაკლებია.

არსებული ინფორმაციით, სავაჭრო მარშრუტებზე ვითარება ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის საზღვაო გადაზიდვებზე გამოცხადებულმა ბლოკადამ და იანბუს პორტიდან გამოსულ ნავთობტანკერზე განხორციელებულმა თავდასხმებმა გააუარესა.

კვლევით ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ წითელ ზღვაში საფრთხის ზრდას საზღვაო გადაზიდვების ტარიფების მატება მოჰყვა. Clarksons-ის ხელმძღვანელის, სტივ გორდონის განცხადებით, გადამზიდმა კომპანიებმა რისკის გადასაზღვევად საფასური 24%-ით გააძვირეს, რამაც ბაბ-ელ-მანდების სრუტეში VLCC ტიპის ნავთობტანკერების გატარების ღირებულება $172,000-მდე გაზარდა.

რაც შეეხება სპარსეთის ყურეს, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა ფაქტობრივად პარალიზებულია. Clarksons-ის ცნობით, გასულ უქმეებზე სრუტეში დღეში საშუალოდ მხოლოდ 13 ტრანზიტი ფიქსირდებოდა, რაც კონფლიქტამდე არსებულ მაჩვენებელზე 90%-ით ნაკლებია. ამასთან, ყურიდან ნავთობის ექსპორტი, ჩვეული 15 მილიონი ბარელის ნაცვლად, დღეში 1 მილიონ ბარელამდეა შემცირებული. ცალკე გამოწვევად რჩება, რომ თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთულ გემებს სრუტე ათ დღეზე მეტია არ გადაუკვეთავთ.

შექმნილი კრიზისის ფონზე ენერგეტიკული კომპანიები ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტების მოძიებას ცდილობენ. ექსპერტების შეფასებით, ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით მოქმედი მილსადენების გამტარუნარიანობამ, შესაძლოა, არსებული 8 მილიონიდან დღეში 17 მილიონ ბარელამდე მოიმატოს, თუკი ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ჰორმუზის სრუტეში ვითარება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადისა და ხომალდებზე თავდასხმების შემდეგ გამწვავდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE