მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2022 წლამდე დაწყებული გამოსახლების 600-ზე მეტი საქმე კვლავ დაუსრულებელია - აღსრულების ბიურო
2022 წლამდე დაწყებული გამოსახლების 600-ზე მეტი საქმე კვლავ დაუსრულებელია - აღსრულების ბიურო

2022 წლამდე დაწყებული გამოსახლების 600-ზე მეტი საქმე კვლავ დაუსრულებელია - აღსრულების ბიურო

BM.GE7 ივლისი, 2026, 17:56|bm.ge

საქართველოში უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლების 602 ისეთი საქმე არსებობს, რომელთა აღსრულების პროცესიც 2022 წლამდეა დაწყებული და დღემდე მიმდინარეობს.

ეს მონაცემები იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ სოფიო ხორგუანის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ გაასაჯაროვა. დეპუტატი ინტერესდებოდა, 2022 წლამდე დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი საქმეებიდან რამდენი ეხებოდა უშუალოდ ფართიდან იძულებით გამოყვანას.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული 602 საქმე მიმდინარე პერიოდისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების პოლიციის სამმართველოს წარმოებაშია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს "ქართული ოცნების" პარლამენტის გადაწყვეტილებით, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი გაუქმდა. ამ ცვლილებით უკანონოდ მითვისებული ქონების კანონიერ მესაკუთრესთან გადასვლის წესები მნიშვნელოვნად გართულდა, რადგან თუ 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან კი, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE