მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს ბიზნესების ძირითადი გამოწვევა იყო ფასების ზრდა, რაც იწვევდა კლიენტების დაკარგვას - საქსტატი
2025 წელს ბიზნესების ძირითადი გამოწვევა იყო ფასების ზრდა, რაც იწვევდა კლიენტების დაკარგვას - საქსტატი

2025 წელს ბიზნესების ძირითადი გამოწვევა იყო ფასების ზრდა, რაც იწვევდა კლიენტების დაკარგვას - საქსტატი

BM.GE29 მაისი, 2026, 17:33|bm.ge

"ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა დაფიქსირდა, რაც კლიენტების დაკარგვას იწვევს", - ამის შესახებ საქსტატის გასული წლის საწარმოების ინოვაციური აქტივობის გამოკვლევის შედეგებშია აღნიშნული.

ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წელს საწარმოთა 7.6%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9% შეადგინა.

საქსტატის თანახმად, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად, 69.1% და 61.5%). განხორციელებული ინოვაციების 65.2% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 34.8% სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 82.5 პროცენტი შემუშავდა უშუალოდ საწარმოს მიერ, 23.8 პროცენტი - სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 23.6 პროცენტი მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება-მოდიფიცირების განხორციელებაზე, ხოლო 18.5 პროცენტი შემუშავდა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.

ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას მაღალ ხარისხზე ფოკუსირებას საწარმოთა 45.9 პროცენტმა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, საწარმოთა 35.9 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე, ხოლო საწარმოთა 36.6 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE