მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა
ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 19:53|bm.ge

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა გაერთიანებულ სამეფოში ექვს წელზე მეტი ხნის წინ გაყინული ოქროს რეზერვების დაბრუნება მოითხოვა. მან ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას აქტივების დასაბრუნებლად ყველა სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება დაავალა. როდრიგესის განცხადებით, $1.9 მილიარდის ღირებულების ოქროს ზოდები ვენესუელის ცენტრალური ბანკის რეზერვების ნაწილია და ის ბრიტანულ მხარეს არ ეკუთვნის.

ვენესუელის ლიდერმა ლონდონის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რესურსების უკანონო მითვისების მცდელობა უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ დროებითი მთავრობის ეს მოთხოვნა ოპოზიციასთან აგვისტოში მიღწეულ შეთანხმებას ეფუძნება. შეთანხმების ფარგლებში მხარეები ოქროს რეზერვების დაბრუნებასა და ამ სახსრების მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად მიმართვაზე შეთანხმდნენ. საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ სექტემბერში გაერთიანებულ სამეფოსა და ვენესუელას შორის დიპლომატიური დაახლოების პროცესი დაიწყო. ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები საელჩოებში სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ ვენესუელის ოქროს რეზერვები 2019 წელს, ნიკოლას მადუროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არცნობის შემდეგ გაყინა. მაშინ ინგლისის ბანკს მადუროს მთავრობისთვის ოქროს გადაცემის შეჩერება ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ სთხოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE

აქციზის შემცირებაზე ეფექტური მექანიზმი ინდექსაციაა - პაატა ტრაპაიძე სამშენებლო პროექტებში ინდექსაციის ამოქმედებაზე

აქციზის შემცირებაზე ეფექტური მექანიზმი ინდექსაციაა - პაატა ტრაპაიძე სამშენებლო პროექტებში ინდექსაციის ამოქმედებაზე

BM.GE