მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა რეკორდული ₾1.7-მილიარდიანი მოგება მიიღო
2025 წელს ეროვნულმა ბანკმა რეკორდული ₾1.7-მილიარდიანი მოგება მიიღო

2025 წელს ეროვნულმა ბანკმა რეკორდული ₾1.7-მილიარდიანი მოგება მიიღო

BM.GE5 მაისი, 2026, 11:02|bm.ge

2024 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1.7 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან - 1.15 მილიარდ ლართან შედარებით 48%-ით მეტია. სებმა 2025 წელს ცენტრალურ ბიუჯეტში საკუთარი მოგებიდან 571.5 მილიონი ლარი გადარიცხა, შედარებისთვის, 2024 წელს მთავრობისთვის გადარიცხული დივიდენდი 302.8 მილიონი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის ფინანსური შედეგების შესახებ ცნობილი სების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2025 წლის ანგარიშიდან ხდება, რომელიც ეროვნული ბანკის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშსაც მოიცავს.

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სების წმინდა მოგების ზრდა დაკავშირებულია უცხოური ვალუტით და მონეტარული ოქროთი განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებულ მოგებასთან, რამაც 2025 წელს 879 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წელს კი ამ მიმართულებით აღრიცხული მოგება 447 მილიონი ლარი იყო.

საქმე ისაა, რომ 2024 წლის მარტში სებმა 500 მილიონი დოლარის მონეტარული ოქრო იყიდა, რომლის ღირებულებაც 2025 წლის დეკემბერში, ანუ ფინანსური ანგარიშის მომზადებისას და წლიური მოგების დათვლისას 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს თანხა კი სწორედ ამ ოპერაციის მოგებაში აისახა. ამჟამად კი აღნიშნული ოქროს ღირებულებაა 1.06 მილიარდი დოლარი.

ასევე გაზრდილია სების სხვა შემოსავლის წყაროები. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს რეფინანსირების სესხებს. ამ კრედიტებიდან სების სარგებელმა 673 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წელს ეს თანხა 509 მილიონი ლარი იყო.

სანაცვლოდ კი შემცირდა ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, რამაც 282 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა 2024 წელთან შედარებით 27 მილიონი ლარით ნაკლებია, ამის მიზეზია ის რომ სებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქსირებული შემოსავლების მქონე აქტივებიდან (ობლიგაციები) დაბანდებები გადაიტანა ცვლადი ღირებულების აქტივში - ოქროში.

ამასთან სების მთლიანი საპროცენტო ხარჯები 203 მილიონი ლარი იყო, ეს თანხა 2024 წელთან შედარებით 6 მილიონი ლარით მეტია.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ხარჯებს, პერსონალის ხარჯებმა 70 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტია. ადმინისტრაციული ხარჯები 26 მილიონი ლარი იყო, ფულის ბეჭდვის ხარჯები კი 10.3 მილიონი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრისთვის სებ-ის აქტივები 24.4 მილიარდი ლარი იყო, რაც 2024 წელთან შედარებით 2.9 მილიარდი ლარით მეტია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ინფლაციის სტაბილურობისთვის ყველა ზომა იქნება მიღებული“ - კობახიძე განცხადებით, მთავრობა სებთან მუშაობს

„ინფლაციის სტაბილურობისთვის ყველა ზომა იქნება მიღებული“ - კობახიძე განცხადებით, მთავრობა სებთან მუშაობს

BM.GE

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

BM.GE

წელს მომხმარებლების განაცხადები 110%-ით გაიზარდა - რაზე ჩივიან ყველაზე ხშირად კონკურენციის სააგენტოში?

წელს მომხმარებლების განაცხადები 110%-ით გაიზარდა - რაზე ჩივიან ყველაზე ხშირად კონკურენციის სააგენტოში?

BM.GE

ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორთან მოლაპარაკებებზე, ყველა შემთხვევაში ანაკლია აშენდება - კობახიძე

ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორთან მოლაპარაკებებზე, ყველა შემთხვევაში ანაკლია აშენდება - კობახიძე

BM.GE