
2025 წელს სამუშაოზე უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი შემცირდა - ანგარიში
2025 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 32 და 179 დაშავდა. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილი 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილ დასაქმებულთა რაოდენობრივი კლების დინამიკის ნარჩუნდება, რაც 2018 წლიდან, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან გრძელდება.
ანგარიშის მიხედვით, სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა დიდი ნაწილი მშენებლობის და დამმუშვებელ სექტორზე მოდის. გარდაცვლილი 32 პირიდან ყველა კაცია - მათგან 4 პირი კი შრომითი იმიგრანტი იყო.
გარდაცვლილთა დიდი ნაწილი 40-60 წლამდე ასაკის იყო, ხოლო დაშავებულთა მაქსიმალური რაოდენობა 20-40 წლამდე ასაკისაა.
რაც შეეხება არაფატალურ შემთხვევებს, დაშავებულთაგან 42 ქალი და 137 კაცია. ამასთან, 179 შემთხვევიდან 72 კლასიფიცირდა, როგორც მძიმე უბედური შემთხვევა (ქალი 10; კაცი 62);
107 შემთხვევა კი, როგორც საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა (ქალი 32; კაცი 75);
„2025 წელს აღრიცხულ შემთხვევათაგან დაფიქსირდა ერთი მასობრივი უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც ერთ ორგანიზაციაში 4 დასაქმებული გარდაიცვალა 1 კი მძიმედ დაშავდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების მოკვლევის შედეგად დაშავებულ პირთათვის მიყენებული სხვადასხვა ტიპის დაზიანებათა ფარდობითი სიხშირეები კი ასე გამოიყურება:
შრომის ინსპექციის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ "შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი 2019 წლის 1 სექტემბრამდე ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, ხოლო 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნულმა მოიცვა ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგი, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონითა „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობები. იმის გამო, რომ ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დამსაქმებელს, მათ შორის, მათ, ვისაც არ გააჩნდათ უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება 2019 წლის სექტემბრამდე და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით 2019 წლის სექტემბრიდან გაუჩნდათ ეს ვალდებულება, შესაბამისად, შრომის ინსპექციის მიერ სწორედ ამ პერიოდიდან იწყება აღნიშნული შემთხვევების (საშუალო, მძიმე, ფატალური, მასობრივი) შეგროვება და დამუშავება.
BM.GE
წყარო: bm.ge