მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს საქართველომ ₾410 მილიონზე მეტის საბურავები, ზეთები და აკუმულატორები იყიდა
2025 წელს საქართველომ ₾410 მილიონზე მეტის საბურავები, ზეთები და აკუმულატორები იყიდა

2025 წელს საქართველომ ₾410 მილიონზე მეტის საბურავები, ზეთები და აკუმულატორები იყიდა

BM.GE9 მაისი, 2026, 23:31|bm.ge

2025 წელს საქართველოში საბურავების, საავტომობილო ზეთებისა და აკუმულატორების იმპორტმა 410 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა.

საქმე ისაა, რომ სააგენტომ შპს „ამბოლის“ მიერ შპს „ვისოლ ავტო ექსპრესის“ აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კომპანიები ავტო-პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში საქმიანობენ. ამიტომ, კონცენტრაციის შესაფასებლად ყურადღება გამახვილდა საავტომობილო აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ბაზრების შეფასებაზე.

სააგენტომ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2025 წელს საბურავების, საავტომობილო ზეთებისა და აკუმულატორების იმპორტის შესახებ. საბაჟო ღირებულება და იმპორტიორი კომპანიების რაოდენობა ასეთია:

საბურავების იმპორტი

• ბაზრის მოცულობა - 190 730 782 ლარი • ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 138

საავტომობილო ზეთების იმპორტი

• ბაზრის მოცულობა - 149 894 367 ლარი • ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 245

საავტომობილო აკუმულატორების იმპორტი

• ბაზრის მოცულობა - 69 623 715 ლარი • ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 119

კონკურენციის სააგენტოს ანალიზის თანახმად, საავტომობილო ზეთების ბაზარი იმპორტის დონეზე დაბალკონცენტრირებულია, ამასთან, დაბალია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი (ΔHHI). რაც შეეხება საავტომობილო საბურავებისა და აკუმულატორების ბაზრებს, იმპორტის დონეზე ორივე მათგანი ზომიერად კონცენტრირებულია და კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE