მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გამოცდაზე 1434 პირი გავიდა, სერტიფიკატი 1062 მიიღო - ანგარიში
2025 წელს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გამოცდაზე 1434 პირი გავიდა, სერტიფიკატი 1062 მიიღო - ანგარიში

2025 წელს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გამოცდაზე 1434 პირი გავიდა, სერტიფიკატი 1062 მიიღო - ანგარიში

BM.GE2 ივნისი, 2026, 18:16|bm.ge

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდაზე 2025 წელს ჯამში 1434 პირი გავიდა. სერტიფიკატი 1062-მა პირმა მიიღო, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 372-მა პირმა ვერ გადალახა. ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 2025 წლის ანგარიშში წერია.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სწავლება 13-დან 8 ორგანიზაციამ 445 მსმენელით განახორციელა, რომელთაგან ქ. ბათუმში კურსი დაასრულა 58-მა, ქ. თბილისში - 298-მა მსმენელმა, ქ. ქუთაისში კი სწავლებას აგრძელებს - 27 მსმენელი.

შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აკრედიტებული პროგრამის სწავლების უფლება გაიცემა 3 წლის ვადით. ვადის გასვლა ავტომატურად იწვევს პროგრამის სასწავლო კომპონენტზე აკრედიტაციის გაუქმებას. პროგრამის აკრედიტაციის ხელახლა მოპოვება, თითოეული მიმართულების შესაბამისად, შესაძლებელია ყოველ მე-3 წელს, იმავე წესით, რაც განსაზღვრულია პირველადი აკრედიტაციისთვის.

ხელახალი აკრედიტაციის მოპოვების მიზნით საანგარიშო პერიოდში შრომის ინსპექციის სამსახურში, წარდგენილი იყო 4 ორგანიზაციის 5 განაცხადი.

„2025 წლის 3 ნოემბრის აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით, 3 წლის ვადით შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსი სრული პროგრამის მიმართულებით მიენიჭა ქ. ქუთაისში არსებულ სასწავლო ორგანიზაციას. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების“ შესაბამისად, გამოაცხადა ღია კონკურსი საგამოცდო ცენტრის შერჩევის მიზნით, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში. აღნიშნული კონკურსის შედეგად, 2025 წლის 07 ოქტომბრის აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ტესტინგისა და სერტიფიცირების ცენტრს“ 3 წლის ვადით მიენიჭა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის საგამოცდო ცენტრის სტატუსი მისამართზე: ქ. ბათუმი, დ.მამულაძის ქ. №29“, - წერია ანგარიშში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გრიგოლ ლილუაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

გრიგოლ ლილუაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

BM.GE

რატომ ეცემა ბიტკოინის და სხვა კრიპაქტივების შეფასება?

რატომ ეცემა ბიტკოინის და სხვა კრიპაქტივების შეფასება?

BM.GE

„ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა

„ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა

BM.GE

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ამჟამად სამგზავრო გადაყვანები არ განიხილება - აზერბაიჯანის რკინიგზის დირექტორი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ამჟამად სამგზავრო გადაყვანები არ განიხილება - აზერბაიჯანის რკინიგზის დირექტორი

BM.GE