მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გრანტის მოპოვების უფლება მომდევნო 4 წლის განმავლობაში ექნებათ|როგორ?
2026 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გრანტის მოპოვების უფლება მომდევნო 4 წლის განმავლობაში ექნებათ|როგორ?

2026 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გრანტის მოპოვების უფლება მომდევნო 4 წლის განმავლობაში ექნებათ|როგორ?

BM.GE27 მაისი, 2026, 16:44|bm.ge

2026 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გრანტის მოპოვების უფლება 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით ექნებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ჩარიცხულ სტუდენტებს ყოველწლიურად ექნებათ შესაძლებლობა მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ გრანტის მოცულობა.

შესაბამისი ბრძანება განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გამოსცა.

კერძოდ, „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში" შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტი უფლებამოსილია 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით მონაწილეობა მიიღოს ცენტრის მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომ – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) გრანტის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდა ზოგად უნარებში ტესტირების გზით. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ზოგადი უნარების გამოცდის ტესტი შედგება სამი ნაწილისგან: ა) წაკითხულის გააზრება; ბ) ლოგიკური მსჯელობა; გ) რაოდენობრივი მსჯელობა.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტს, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მოიპოვებს ადრე მოპოვებული გრანტის ნაწილობრივ ოდენობაზე მეტი ოდენობის გრანტს, შეევსება მოპოვებული გრანტის შესაბამისად გრანტის ოდენობა. სტუდენტი კარგავს ადრე მოპოვებული გრანტის ოდენობის მიღების უფლებას.

ამასთან, სტუდენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ გამოუყენებია აღნიშნული გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ სტუდენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.

შეგახსენებთ, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება ყველა ჩარიცხულისთვის უფასო, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ფასიანი და იქ უკვე წელს ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. 2026 წლამდე ჩარიცხულებისთვის კი, მინისტრის ახალი ბრძანებით, კვლავ დარჩება გრანტების მიღების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა, მანამ ვიდრე ისინი სწავლას არ დაასრულებენ. ამის შემდეგ კი, მიმდინარე კანონმდებლობით, საგრანტო გამოცდები აღარ ჩატარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: განმავლობაში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა მიმალვა შეძლოტვ პირველი
  • გიორგი შანიძე: ბოლო პერიოდში, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციებისა და იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობაიმედი
  • რუმინეთმა სამი დღის განმავლობაში მესამე, სავარაუდოდ რუსული, დრონი ჩამოაგდოფორმულა
  • ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში იყორუსთავი 2
განმავლობაში →უფლება →

მსგავსი სტატიები

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE