მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ - სოხაძე
2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ - სოხაძე

2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ - სოხაძე

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 01:05|bm.ge

„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ”, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაერთ გაჭიანურებულ პროექტზე მუშაობს და არსებული პრობლემების მოგვარებასთან ერთად, სისტემური ცვლილებებიც იგეგმება.

„ძალიან ბევრი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია გაჭიანურდა, რაც საბოლოოდ პირდაპირ აისახება მოსწავლეებზე და იმ პირობებზე, რომლებშიც მათ დღეს უწევთ სწავლა. ამ პრობლემებზე საუბარს არ გავურბივართ. პირიქით, ჩვენი მიდგომაა, ღიად ვისაუბროთ არსებულ გამოწვევებზე,მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება და თითოეულზე კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ”,- განაცხადა სოხაძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობითვე, 46 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერები მიმდინარეობს, წლის ბოლომდე კი დამატებით 60 სკოლაზე სატენდერო პროცედურების გამოცხადება იგეგმება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„მხოლოდ განაცხადი საკმარისი არ არის“ - კონკურენციის სააგენტო დემპინგურ იმპორტსა და კონსულტაციებზე

„მხოლოდ განაცხადი საკმარისი არ არის“ - კონკურენციის სააგენტო დემპინგურ იმპორტსა და კონსულტაციებზე

BM.GE

ალქიმია რეალობაა? – სტარტაპმა ვერცხლისწყალი ოქროდ გარდაქმნა

ალქიმია რეალობაა? – სტარტაპმა ვერცხლისწყალი ოქროდ გარდაქმნა

BM.GE

ევროპულმა ლუქს-ბრენდებმა ჩინეთში მოთხოვნის შემცირებით €250 მილიარდი დაკარგეს - Financial Times

ევროპულმა ლუქს-ბრენდებმა ჩინეთში მოთხოვნის შემცირებით €250 მილიარდი დაკარგეს - Financial Times

BM.GE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად გასულ კვირას?

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად გასულ კვირას?

BM.GE