
2026 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელები
ნაწილობრივ სერენა უილიამსის დაბრუნების დამსახურებით, პირველად ჩოგბურთის ისტორიაში, სპორტის ყველაზე მაღალშემოსავლიან ათეულში ქალები კაცებზე მეტნი არიან. ათეულში შემავალმა ჩოგბურთელებმა გასული წლის განმავლობაში ჯამურად 333 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.
ტრავმებმა დროებით შეაჩერა ის, რაც უკვე თაობათა დაპირისპირებად ყალიბდება კარლოს ალკარასსა და იანიკ სინერს შორის. ამან კი სხვა მამაკაც ჩოგბურთელს - ალექსანდერ ზვერევს, რომელმაც ივნისში როლან გაროსზე კარიერაში პირველი „დიდი სლემის“ ტიტული მოიგო, შესაძლებლობა მისცა, 2023 წლის შემდეგ პირველად დაერღვია მამაკაც ჩოგბურთელთა დომინირება გრანდ სლემის ერთეულთა ტურნირებში.
ამერიკის ღია პირველობის მოგების მიუხედავად ალექსანდრ ზვერევის ბოლო 12 თვის შემოსავალმა დაახლოებით 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა და გერმანელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების ათეულში დაბრუნდა. ბოლოს ის ამ სიაში 2019 წელს მოხვდა.
Forbes-ის ჩოგბურთის რეიტინგის ისტორიაში პირველად, ყველაზე მაღალანაზღაურებად ათეულში ქალები კაცებზე მეტნი არიან ექვსი ქალი და ოთხი მამაკაცი.
თუმცა WTA-ის ტურმა აიღო ვალდებულება, რომ 1000- და 500-ქულიან ერთობლივ ტურნირებზე საპრიზო თანხები მამაკაცთა ATP ტურის მაჩვენებლებთან მომავალ წლამდე გაათანაბროს, ხოლო ცალკე კვირაში ჩატარებულ 1000- და 500-ქულიან ტურნირებზე ეს პროცესი 2033 წლისთვის დასრულდეს.
5. კოკო გოფი - $35,5 მილიონი2025 წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე კარიერაში მეორე „დიდი სლემის“ ერთეულთა ტიტულის მოგების შემდეგ კოკო გაუფის შედეგები არასტაბილური იყო. ამერიკელმა ადრეულ ეტაპზევე დაასრულა გამოსვლა ინდიან უელსსა და საფრანგეთის ღია პირველობაზე.მან უიმბლდონსა და კანადის ღია პირველობაზე ნახევარფინალამდე მიაღწია, ამ თვეში კი Cincinnati Open მოიგო, სადაც განსაკუთრებით მისი ჩაწოდების გაუმჯობესება გამოჩნდა.კორტს მიღმა გაუფს ათზე მეტი ბრენდი აფინანსებს. ამ თვეში მან თანამშრომლობა დაიწყო ჭკვიანი ბეჭდების მწარმოებელ Oura-სთან.ამასთან, ზაფხულში გაუფი Tennis Channel-ისთვის ორი მოკლე დოკუმენტური ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი გახდა.
4. არინა საბალენკა - $36,1 მილიონისაბალენკა თითქმის ორი წელია რეიტინგის სათავეში იმყოფება და პოზიციის შესანარჩუნებლად US Open-ის მოგება სჭირდებოდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა და პირველობა მოქმედ ჩემპიონ ელენა რიბაკინას გადაულოცა.2026 წელს საბალენკამ უკვე სამი ტურნირი მოიგო — მაიამი, ინდიან უელსი და ბრისბენი.ამასთან, ის აქტიურად მუშაობს კორტს მიღმაც და წელს ნახევარ ათეულზე მეტ ახალ ბრენდთან გააფორმა პარტნიორობა. მათ შორის არიან Emirates-ის ავიაკომპანია, Material Good-ის საიუველირო ბრენდი და Stella Artois.გასული წლის დეკემბერში საბალენკამ მონაწილეობა მიიღო ფართოდ გაშუქებულ მატჩში, რომელსაც „სქესთა ბრძოლა“ ეწოდა. დუბაიში გამართულ შეხვედრაში ის ნიკ კირიოსთან დამარცხდა.
3. სერენა უილიამსი - $40,1 მილიონისერენა უილიამსმა ივნისში პროფესიონალურ ჩოგბურთში თითქმის ოთხწლიანი პაუზა დაასრულა. ზაფხულში მან უიმბლდონზე ერთეულთა ტურნირში ითამაშა, სამ შეჯიბრებაში კი წყვილთა კატეგორიაში გამოვიდა.Forbes სერენა უილიამსის ქონებას 400 მილიონ დოლარად აფასებს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქალად აქცევს მათ შორის, ვინც თავისი ქონება ძირითადად სპორტული კარიერით შექმნა.უილიამსი აქტიურად არის ჩართული როგორც ინვესტიციებში საკუთარი კომპანია Serena Ventures-ის მეშვეობით ასევე ბრენდების წარმომადგენლის საქმიანობაში.სერენა უკვე 23 წელია Nike-ის სპონსორია, ბოლო პერიოდში კი პარტნიორობა დაიწყო ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Heineken, Factor და Ro. ის ასევე გახდა ტელემედიცინის კომპანია Ro-ს კამპანიის სახე, რომელიც GLP-1 ტიპის წონის კლების მედიკამენტებს ეხება.
2. კარლოს ალკარასი - $53,7 მილიონი მაჯის ტრავმის გამო საფრანგეთის ღია პირველობისა და უიმბლდონის გამოტოვების შემდეგ, ალკარასი US Open-ზე დაბრუნდა, თუმცა მეოთხედფინალში მომავალ ვიცე ჩემპიონ ბენ შელტონთან დამარცხდა.23 წლის ესპანელმა 2026 წელი ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით დაიწყო. ამ გამარჯვებით ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც კარიერის „დიდი სლემი“ შეასრულა.კორტს მიღმა ალკარასი კვლავ ჩოგბურთის მთავარი სარეკლამო სახეა. წელს მან პარტნიორობა დაიწყო ფინტექ-კომპანია Ant International-თან და IT გიგანტ Infosys-თან.ალკარასის, როგორც გულშემატკივართა ფავორიტის სტატუსს კიდევ ერთი ფაქტი ადასტურებს: ოქტომბერში ჩოგბურთის ჩოგანი, რომლითაც მან 2023 წლის უიმბლდონის ფინალში ითამაშა, აუქციონზე რეკორდულ 173 066,40 დოლარად გაიყიდა.
1. იანიკ სინერი - $58 მილიონიიანიკ სინერის მიერ ივლისში უიმბლდონის მოგება მის კარიერაში უკვე მეხუთე „დიდი სლემის“ ტიტული იყო.ბოლო სამი სეზონის განმავლობაში სინერს ATP-ის ერთეულთა მატჩებში 175 მოგება და მხოლოდ 15 მარცხი აქვს. მათ შორისაა რეკორდული 34-მატჩიანი მოგების სერია Masters 1000-ის ტურნირებზე.მიუხედავად იმისა, რომ მუხლის ტრავმის გამო იტალიელმა წლევანდელი ამერიკის ღია პირველობა გამოტოვა ის, მაინც გარანტირებულად შეინარჩუნებს მსოფლიოს პირველი ჩოგბურთელის სტატუსს. მას მეორე ადგილზე მყოფ ალექსანდერ ზვერევთან 5 010 ქულის უპირატესობა აქვს, სწორედ ზვერევი დაამარცხა სინერმა უიმბლდონის ფინალში.კორტს მიღმა სინერმა იანვარში სადაზღვევო გიგანტ Allianz-თან პარტნიორობა გამოაცხადა და ამით მისი სპონსორების სიას კიდევ ერთი მსხვილი ბრენდი დაემატა. ამ სიაში უკვე არიან ისეთი იტალიური კომპანიები, როგორებიცაა De Cecco, Gucci და Lavazza.
BM.GE
წყარო: bm.ge