მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლის NBA-ის ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელები
2026 წლის NBA-ის ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელები

2026 წლის NBA-ის ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელები

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 05:12|bm.ge

„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ 38 წლის მსროლელმა სტეფ კარიმ კალათბურთი მხოლოდ სათამაშო თვალსაზრისით არ შეცვალა ის ფინანსური თვალსაზრისითაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

კარი უკვე იყო NBA-ის პირველი კალათბურთელი, რომლის წლიურმა ხელფასმაც 40 მილიონ დოლარს 2019-2020 წლების სეზონში გადააჭარბა, ხოლო 50 მილიონ დოლარს 2023-2024 წლების სეზონში. ახლა ის ახალ ნიშნულს აღწევს: მიმდინარე სეზონში მოედანზე თამაშით 62,6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

გასულ შემოდგომაზე კარი თავის დიდი ხნის სპონსორს, Under Armour-ს, დაშორდა, ივნისში კი ჩინურ სპორტულ ბრენდ Li-Ning-თან ახალი შეთანხმება გააფორმა. Forbes-ის შეფასებით, სპონსორობიდან და სხვა ბიზნესსაქმიანობიდან მისი შემოსავალი 141 მილიონ დოლარს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 2024-2025 წლების სეზონში მოედნის მიღმა მიღებულ 100 მილიონ დოლარს თანხას, რომელიც იმ დროისთვის NBA-ის რეკორდი იყო.

ამ ორი მაჩვენებლის შეკრებით ირკვევა, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში კარის საერთო შემოსავალი 203,6 მილიონ დოლარს მიაღწევს. ამგვარად, ის NBA-ის ისტორიაში პირველი მოქმედი კალათბურთელი გახდება, რომლის წლიური შემოსავალიც 200 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

ლეიბრონ ჯეიმსი, რომელიც ამ რეიტინგს ზედიზედ 11 სეზონის განმავლობაში ლიდერობდა, 2025 წელს კი მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა, ახლა მეოთხე პოზიციაზეა. მისი შემოსავალი 93,9 მილიონ დოლარს შეადგენს.

ჯეიმსს წლევანდელ რეიტინგში წინ უსწრებენ „ჰიუსტონ როკეტსის“ ფორვარდი კევინ დურანტი, რომლის სავარაუდო შემოსავალი 104,9 მილიონი დოლარია, და იანის ანტეტოკოუნმპო. ეს უკანასკნელი ზაფხულში „მაიამი ჰიტში“ გადავიდა და სეზონის განმავლობაში ჯამურად 103,5 მილიონი დოლარის მიღებას ელოდება.

NBA-ის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელის საერთო შემოსავალი მიმდინარე სეზონში, გადასახადებისა და აგენტების საკომისიოების გამოკლებამდე, სავარაუდოდ, 958 მილიონ დოლარს მიაღწევს.

ამ ათი კალათბურთელის მოედნის მიღმა მიღებული შემოსავალი ჯამურად 469 მილიონ დოლარს შეადგენს თითქმის 90 მილიონით მეტს, ვიდრე გასული წლის რეკორდული 380 მილიონი დოლარი.

NBA-ში ახალი ფინანსური რეკორდების დამყარება კვლავ გარდაუვალია. პროგნოზის თანახმად, ლიგაში წლიური ხელფასი 70 მილიონ დოლარს 2029-2030 წლების სეზონისთვის გადააჭარბებს და ამ ნიშნულს, სავარაუდოდ, სულ მცირე სამი კალათბურთელი მიაღწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა

„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა

BM.GE

პრესტიჟული დიპლომის ფასი - რა ჯდება სწავლა მსოფლიოს TOP 5 უნივერსიტეტში?

პრესტიჟული დიპლომის ფასი - რა ჯდება სწავლა მსოფლიოს TOP 5 უნივერსიტეტში?

BM.GE

„ევროპას არ უნდა მოვეშვათ“ - ია თაბაგარი ტურიზმის სტრატეგიის ხარვეზებსა და გაუმჭვირვალე ხარჯებზე

„ევროპას არ უნდა მოვეშვათ“ - ია თაბაგარი ტურიზმის სტრატეგიის ხარვეზებსა და გაუმჭვირვალე ხარჯებზე

BM.GE

ნეტო დარიცხვის სისტემა მცირე მზის ელექტროსადგურების განვითარებას აფერხებს - ბიზნესის შეფასება

ნეტო დარიცხვის სისტემა მცირე მზის ელექტროსადგურების განვითარებას აფერხებს - ბიზნესის შეფასება

BM.GE