მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელები
2026 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელები

2026 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელები

BM.GE25 ოქტომბერი, 2026, 22:48|bm.ge

ამერიკული გამოცემა Forbes-ის შეფასებით, ზედიზედ მეოთხე სეზონია, ხოლო ბოლო 13 წლის განმავლობაში უკვე მეთორმეტედ, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სათავეში კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არიან. მათი სავარაუდო შემოსავალი, შესაბამისად, 300 მილიონი და 145 მილიონი დოლარია.

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე Forbes-ის წლევანდელ რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. მისი სავარაუდო შემოსავალი 100 მილიონ დოლარს შეადგენს. მბაპე ამ რეიტინგის სათავეში ერთხელ, 2022 წელსაც მოხვდა, როდესაც „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებისას მიღებულმა მსხვილმა ბონუსმა მას პირველი ადგილი მოუტანა. ეს მოხდა ორი წლით ადრე, სანამ ფეხბურთელი პარიზულ კლუბს დატოვებდა და მადრიდის „რეალში“ გადავიდოდა.

კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გადასახადებამდე მიღებული კარიერული შემოსავლით ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და გახდა პირველი მოქმედი სპორტსმენი, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია, 2026-2027 წლების სეზონში საუდის არაბეთის „ალ-ნასრიდან“ დაახლოებით 250 მილიონ დოლარს მიიღებს. დამატებით 50 მილიონ დოლარს კი სპონსორობის ხელშეკრულებებითა და სხვა ბიზნესსაქმიანობით გამოიმუშავებს.

ლიონელ მესი, თავის მხრივ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კარიერული შემოსავლით ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ამერიკის საფეხბურთო ლიგის, MLS-ის, „ინტერ მაიამიში“ თამაშისთვის ის დაახლოებით 70 მილიონ დოლარს იღებს, ხოლო მოედნის მიღმა საქმიანობით მისი შემოსავალი დამატებით 75 მილიონ დოლარს შეადგენს.

ეს ორი ლეგენდა ფეხბურთის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის საერთო შემოსავლის თითქმის ნახევარს გამოიმუშავებს. რეიტინგში შემავალი ათი ფეხბურთელის ჯამური შემოსავალი მიმდინარე სეზონში, სავარაუდოდ, 942 მილიონ დოლარს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩება 2025 წლის შედეგს, როდესაც ჯამური შემოსავალი 945 მილიონ დოლარს შეადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში შარშანდელი ცხრა ფეხბურთელიდან უმეტესობა წელს უფრო მეტს გამოიმუშავებს.

შემოსავლების შემცირების მთავარი მიზეზი გასული წლის ათეულში შემავალი ერთადერთი ფეხბურთელის არყოფნაა - ქარიმ ბენზემას, რომლის გასული წლის სავარაუდო შემოსავალი 104 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

BM.GE

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

BM.GE

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

BM.GE

რეინვესტირება ბიზნესის ნდობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია და დიდი სარგებელი აქვს - ქობულია

რეინვესტირება ბიზნესის ნდობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია და დიდი სარგებელი აქვს - ქობულია

BM.GE