მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით | პაატა კვიჟინაძე
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით | პაატა კვიჟინაძე

2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით | პაატა კვიჟინაძე

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 19:41|bm.ge

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით 390 ლარამდე გაიზრდება, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია კი 60 ლარით 555 ლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განუცხადა. ინფორმაციას IPN ავრცელებს.

დღეს პარლამენტის ბიუროზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2027 წლის პროექტი დარეგისტრირდა, თუმცა ჯერ დოკუმენტი პარლამენტის ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა.

პაატა კვიჟინაძის თქმით, თქმით, 2027 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კომიტეტებში განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ „2027 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე ორიენტირებული“.

„შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს - 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით მოემატება და 555 ლარი გახდება, იგივე ასაკობრივი კატეგორიის ხალხს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, 665 ლარი ექნებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი პენსია 20 ლარით მოიმატებს (390 ლარი). იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4%-ით მოიმატებს საჯარო სექტორში.

ორშაბათიდან დაიწყება განხილვები კომიტეტებში. პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს - რა შეიძლება დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ბიუჯეტი არის პირველადი და ის გაიზრდება მეორე და მესამე მოსმენაზე“, - განაცხადა კვიჟინაძემ.ცნობისთვის 2021 წლიდან საქართველოში პენსია ინდექსაციის წესით იზრდება, რომელიც ინფლაციაზე და მშპ-ის ზრდის ტემპზე არის დამოკიდებული.

• 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით; • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

საქართველოში ხანდაზმულობის პენსიას 889,000 მოქალაქე იღებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წლამდე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავში ემსხვერპლატვ პირველი
  • "არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს" - დაკავებულ ბებიას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებარუსთავი 2
  • მაჭავარიანი: ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ - 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით!იმედი
  • მეგის ქარდავას 11 წლით პატიმრობა მიესაჯა, ამნისტიის კანონით სასჯელი 5.6 წლამდე შემცირდაფორმულა
წლამდე →

მსგავსი სტატიები

"ტელეიმედის" ჯამური ზარალი 500 მილიონ ლარს აღწევს - ახმა ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა

"ტელეიმედის" ჯამური ზარალი 500 მილიონ ლარს აღწევს - ახმა ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა

BM.GE

სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებების გამო საგარეო უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს

სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებების გამო საგარეო უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს

BM.GE

მკაცრი შოკის რეალიზების შემთხვევაშიც კი ოჯახებს სესხის მომსახურების გაგრძელების რესურსი აქვთ - სებ

მკაცრი შოკის რეალიზების შემთხვევაშიც კი ოჯახებს სესხის მომსახურების გაგრძელების რესურსი აქვთ - სებ

BM.GE

ვის არ შეეხება კრედიტის ლიმიტის შემცირება - გაცემის ახალი წესი 2027 წლიდან ამოქმედდება

ვის არ შეეხება კრედიტის ლიმიტის შემცირება - გაცემის ახალი წესი 2027 წლიდან ამოქმედდება

BM.GE