მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?
ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE15 ნოემბერი, 2026, 03:29|bm.ge

9-20 ნოემბერს თურქეთში, ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენცია (COP31) იმართება. მასში საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილი ხელმძღვანელობით მონაწილეობს, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. დელეგაციაში არიან სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი. კონფერენციის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას სუფთა ენერგიის სფეროში. ანტალიაში გამართული შეხვედრების შესახებ პრესრელიზების თანახმად, საუბრის ერთ-ერთი ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო.

BM.GE გთავაზობთ მონაცემებს საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირების ძირითად პარამეტრებზე.

ვაჭრობა

თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო და საიმპორტო პარტნიორია. 9 თვეში ექსპორტ-იმპორტის ჯამმა 12%-ით გაიზარდა და 2.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც უდიდესი წილი, 2.1 მლრდ დოლარი იმპორტი იყო (წლიური ზრდა 7.5%), ხოლო ექსპორტი მხოლოდ 359.3 მლნ დოლარი (წლიური ზრდა 51.1%).

9 თვეში თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასეთია:

ექსპორტირებული ძირითადი საქონელი კი შემდეგია:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

თურქეთიდან ინვესტიციები რეკორდული 256 მლნ დოლარი 2017 წელს იყო, რის შემდეგაც შემცირდა. 2025 წელს კი კვლავ გადააჭარბა 200 მილიონ დოლარს და 202.4 მლნ დოლარი შეადგინა. 2026 წლის პირველ კვარტალში მაჩვენებელი უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და -27.7 მლნ დოლარი იყო, ხოლო მეორე კვარტალში 29.8 მლნ დოლარი შეადგინა.

ტურიზმი

თურქეთი ერთ-ერთი ლიდერია ტურიზმის სტატისტიკაში. საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები რეკორდული 1.4 მილიონამდე, 2023 წელს იყო, რის შემდეგაც კლებულობს. მიმდინარე წლის 9 თვეში რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტი, 923 476 ვიზიტი თურქეთიდან იყო. მაჩვენებელი წლიურად 4.2%-ით შემცირდა.

თურქეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

2026 წლის იანვარ-სექტემბერში თურქეთიდან ტურისტულმა შემოსავალმა 428.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 5.7%-იანი წლიური კლებაა.

ფულადი გზავნილები

გასულ წელს თურქეთიდან ფულადი გზავნილები 113.1 მლნ დოლარი იყო, რაც მთლიანი გზავნილების 3.1%-ია. 2026 წლის 9 თვეში 100.6 მლნ დოლარი გადმოირიცხა - მთლიანი გზავნილები 3.6%.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ანიგოზის" პროდუქციის 20-30% ექსპორტზე გადის - რომელ ბაზრებზე მუშაობს კომპანია?

"ანიგოზის" პროდუქციის 20-30% ექსპორტზე გადის - რომელ ბაზრებზე მუშაობს კომპანია?

BM.GE

მსოფლიოს 10 ყველაზე განათლებული ეკონომიკა: გლობალური რეიტინგი

მსოფლიოს 10 ყველაზე განათლებული ეკონომიკა: გლობალური რეიტინგი

BM.GE

ევროპაში ექსპორტისთვის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა წარმოება საკმარისი არაა - "კახეთი ბიო"

ევროპაში ექსპორტისთვის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა წარმოება საკმარისი არაა - "კახეთი ბიო"

BM.GE

დაფნის ფოთლის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

დაფნის ფოთლის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

BM.GE