მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2027 წლის ბიუჯეტი ₾37.5 მილიარდი იქნება - ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს პირველადი ვერსია წარუდგინა
2027 წლის ბიუჯეტი ₾37.5 მილიარდი იქნება - ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს პირველადი ვერსია წარუდგინა

2027 წლის ბიუჯეტი ₾37.5 მილიარდი იქნება - ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს პირველადი ვერსია წარუდგინა

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 21:11|bm.ge

მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მომდევნო წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 562 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს თითქმის 1.93 მილიარდი ლარით აღემატება.

დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს შეადგენს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 126.4 მილიარდ ლარს მიაღწევს (ერთ სულ მოსახლეზე — 12.0 ათას დოლარს). ინფლაციის მაჩვენებლის კლებაა პროგნოზირებული და ის მიზნობრივ 3.0%-იან ნიშნულს დაუბრუნდება.

ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებიდან მნიშვნელოვანი ზრდა სოციალურ და განათლების მიმართულებებს უკავშირდება:

• პენსიები და სოციალური დახმარება: ჯანდაცვისა და სოციალურ ხარჯებზე დამატებით 830 მილიონი ლარი მიიმართება. ინდექსაციის წესით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 60 ლარით იზრდება და 555 ლარი გახდება (მაღალმთიან დასახლებებში — 665 ლარზე მეტი). 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და 390 ლარს შეადგენს (მაღალმთიანეთში — 468 ლარი). შშმ პირთა სოციალურ გასაცემლებზე დამატებით 60 მილიონი ლარი გამოიყო. • ჯანდაცვა: დაფინანსება 127 მილიონზე მეტით იზრდება, რაც მოიცავს სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების/ექთნების ხელფასების ზრდას. • განათლება: სექტორის ბიუჯეტი 400 მილიონი ლარით იზრდება. თანხა მოხმარდება საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების მატებას და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსებას. • საჯარო სექტორის ხელფასები: კერძო სექტორში ხელფასების ზრდის კვალდაკვალ, საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით იზრდება, რისთვისაც შრომის ანაზღაურების ფონდს 395 მილიონი ლარი დაემატა.

2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური (ინფრასტრუქტურული) ხარჯების დასაფინანსებლად 8.43 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა. მათ შორის:

• მუნიციპალური და საგზაო ინფრასტრუქტურა: მუნიციპალიტეტების პროექტებს 2.7 მილიარდი ლარი მოხმარდება, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურას - 1.33 მილიარდი ლარი (საიდანაც 723 მილიონი ჩქაროსნულ მაგისტრალებზე დაიხარჯება). • მსხვილი სატრანსპორტო და ენერგოპროექტები: ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის 125 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თბილისის მეტროს მოდერნიზაციაზე - 125 მილიონი, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდაზე - 250 მილიონი, ხოლო ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დასასრულებლად - 60 მილიონი ლარი. • სხვა სექტორები: განათლების ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 800 მილიონი ლარი, ენერგეტიკაზე - 404 მილიონი, წყალმომარაგებაზე - 432 მილიონი, ხოლო დევნილთა განსახლებაზე - 268 მილიონი ლარი. ძალოვანი უწყებების კაპიტალური ხარჯები 701 მილიონ ლარს შეადგენს.

საბიუჯეტო პროცედურის თანახმად, 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში გაგრძელდება, შენიშვნების ასახვის შემდეგ კი საბოლოო დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანო დეკემბერში დაამტკიცებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • ცვლილება, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღოიმედი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2
  • პარლამენტმა უფასო სასკოლო კვების ინიციატივა ავტორებს უკან დაუბრუნატვ პირველი
  • ოცნების პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩიაფორმულა
პარლამენტში →

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $11.3 მილიარდია, კერძო სექტორის კი $18.3 მილიარდი

სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $11.3 მილიარდია, კერძო სექტორის კი $18.3 მილიარდი

BM.GE

იყიდე ავტომობილი ადგილზე: რას გთავაზობს Lion Auctions-ის ავტომარკეტი

იყიდე ავტომობილი ადგილზე: რას გთავაზობს Lion Auctions-ის ავტომარკეტი

BM.GE

საბანკო სექტორი მზად არის პროდუქტების ახლებურად გადასაფასებლად - "საბანკო ასოციაცია" სებ-ის ახალ რეგულაციაზე

საბანკო სექტორი მზად არის პროდუქტების ახლებურად გადასაფასებლად - "საბანკო ასოციაცია" სებ-ის ახალ რეგულაციაზე

BM.GE

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

BM.GE