მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრების ენერგომოხმარება გაორმაგდება" - გაერო
"2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრების ენერგომოხმარება გაორმაგდება" - გაერო

"2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრების ენერგომოხმარება გაორმაგდება" - გაერო

BM.GE5 ივნისი, 2026, 09:10|bm.ge

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მკვლევრები პროგნოზირებენ, რომ მონაცემთა ცენტრების მიერ ენერგიისა და წყლის მოხმარება 2030 წლისთვის გაორმაგდება. როგორც ირკვევა, რესურსებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპით არის განპირობებული. გაეროს მკვლევართა ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული ტექნოლოგიის სწრაფი დანერგვა მიწის რესურსებს ამოწურავს და ელექტრონული ნარჩენების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის. სპეციალისტების შეფასებით, მთავრობებმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ეკოლოგიური დანახარჯები დროულად უნდა გაითვალისწინონ და საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებიც გაატარონ.

აღსანიშნავია, რომ გაეროს მკვლევრებმა პროგნოზის შედგენისას გასული წლისა და 2030 წლის მოსალოდნელი მაჩვენებლების მიხედვით იხელმძღვანელეს. მაგალითისთვის, თუ გასულ წელს მონაცემთა ცენტრებმა გლობალურად 448 ტერავატი-საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, არსებული ტემპის გათვალისწინებით, 2030 წლისთვის ეს რიცხვი 945 ტერავატ საათამდე გაიზრდება. ამასთან, წყლის მოხმარება 4.5 ტრილიონი ლიტრიდან 9.3 ტრილიონ ლიტრამდე მოიმატებს, ხოლო ნახშირორჟანგის ემისია 189 მილიონი ტონიდან 399 მილიონ ტონას მიაღწევს. პარალელურად, ინფრასტრუქტურის მიერ დაკავებული ფართობი 6,900 კვადრატული კილომეტრიდან 14,500 კვადრატულ კილომეტრზე მეტად გაფართოვდება. მკვლევრების პროგნოზით, ელექტროენერგიის საერთო მოხმარების 40% მალე უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტზე გადანაწილდება.

ანგარიშის მთავარი ავტორის, კავე მადანის განცხადებით, საჯარო დისკუსიებში ხელოვნურ ინტელექტს ხშირად მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფად მიიჩნევენ. მისი თქმით, ეს ტექნოლოგია ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, გამაგრილებელ სისტემებს, ჩიპებსა და მინერალებსაც აერთიანებს, რაზეც, მისი აზრით, მეტი მსჯელობა და ყურადღებაა საჭირო. მადანი აღნიშნავს, რომ ახალ ტექნოლოგიას ენერგოქსელების ოპტიმიზაცია და ნარჩენების შემცირება შეუძლია, თუმცა იქვე დასძენს, რომ სახელმწიფოების უწყვეტი რბოლა რესურსებზე მოთხოვნას არანორმალურად ზრდის და სერიოზულ რისკებსაც ქმნის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში მშენებლობის ღირებულება ბოლო ერთ წელში 4%-ით გაიზარდა

საქართველოში მშენებლობის ღირებულება ბოლო ერთ წელში 4%-ით გაიზარდა

BM.GE

GymBreeze და „კოკა-კოლა“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

GymBreeze და „კოკა-კოლა“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

BM.GE

მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად, კიდევ 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს - შსს

მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად, კიდევ 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს - შსს

BM.GE

წელს, ეროვნულ გამოცდებზე ნამუშევრების უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია თითქმის 1 მლნ ლარად დაიცავს

წელს, ეროვნულ გამოცდებზე ნამუშევრების უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია თითქმის 1 მლნ ლარად დაიცავს

BM.GE